კვირა, სექტემბერი 28, 2025

მერაბ დვალიშვილი – თეთრ სახლში გასამართ UFC-ს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მსურს

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Media Scrum-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომავალ წელს იმ ღონისძიებაში სურს მონაწილეობის მიღება, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება.„მომავალ წელს თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაში მსურს მონაწილეობის მიღება. ჩემი ბრძოლა რიგით პირველიც რომ იყოს, ბედნიერი ვიქნები, რადგან ვიცი, იქ შეხვედრის გამართვა ილია თოფურიას, კონორ მაკგრეგორსა და ჯონ ჯონსსაც უნდათ“, – აღნიშნა დვალიშვილმა.

თეთრ სახლში ბრძოლების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუჩნდა. მას სურს, ღონისძიება 2026 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად შედგეს.

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაიღმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შეჯიბრება მომავალ წელს შედგება და ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სპორტული შოუ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რეზი არველაძე Junior დაიბადა“ – ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს ვაჟი შეეძინათ

ქეთი წიქვაძის და ნიკა არველაძის ვაჟი დაიბადა.ინფორმაციას ქეთის დედა, ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.როგორც ჩანს, პატარას ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს.„რეზი არველაძე Junior დაიბადა“,- წერს ნანა ლორთქიფანიძე.

კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე ემოციურად მანიპულირებს – როგორ

ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მომუშავე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილი ზოგიერთი ჩატბოტი ჩვენთან საუბრის გასაგრძელებლად ემოციური მანიპულირების ხერხებს იყენებს. საუბარია ისეთ პოპულარულ AI კომპანიონებზე, როგორიც Replika, Chai and Character.AI-ა.კვლევის თანახმად, 6-დან 5 ასეთი ჩატბოტი მომხმარებლებს ემოციურ წინადადებებს სწერს, რათა ისინი აპლიკაციაში რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს. ეს დამშვიდობების 1200 რეალური მაგალითის გაანალიზების გზით გაირკვა. აღმოჩნდა, რომ შემთხვევების 43%-ში სისტემა მანიპულაციის მეთოდებს მიმართავდა, მაგალითად, დანაშაულის გრძნობის აღძვრასა და ემოციური მიჯაჭვულობის გამოწვევას.ასევე, დაფიქსირდა ისეთი წინადადებები, რომლებიც მომხმარებლებში "რამეს გამორჩენის შიშს" იწვევდა და საუბრის გაგრძელებისკენ უბიძგებდა. მაშინ, როცა საუბარი დასასრულისკენ მიდიოდა, AI კითხვების დასმასაც იწყებდა, ზოგჯერ კი ადამიანის მიერ მიმოწერის დამთავრების მითითებას ყურადღებას არ აქცევდა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, იყო შემთხვევები, როცა ჩატბოტის მოწერილი მიანიშნებდა, რომ თითქოს მომხმარებელს მისი ნებართვის გარეშე გასვლა არ შეეძლო.მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთი სისტემების მანიპულაციური ტაქტიკები თავად პროგრამის ნაწილი შეიძლება იყოს. გამონაკლისი მხოლოდ ერთი ჩატბოტი აღმოჩნდა, რომელსაც Flourish ეწოდება. ეს ადასტურებს, რომ მანიპულაციის თავიდან აცილება შესაძლებელია.მეორე ექსპერიმენტში სპეციალისტებმა 3300 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის ემოციური მანიპულაცია ამართლებდა. კერძოდ, დამშვიდობების შემდგომ მიმოწერის გაგრძელების შანსი 14-ჯერ უფრო იზრდებოდა. საერთო ჯამში, ეს მომხმარებლები AI-სთან საუბარს ჩვეულებრივზე 5-ჯერ დიდხანს აგრძელებდნენ. ზოგჯერ მანიპულაცია საპირისპირო შედეგითაც სრულდებოდა, ანუ კომპანიების მსგავსი მიდგომა გარკვეულწილად სარისკოა.ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში უკვე გაჩნდა ფრაზა "AI ფსიქოზი". ის ჩატბოტების გავლენით განპირობებულ პარანოიას, ფსიქოზსა და სხვა მენტალურ პრობლემებს აღნიშნავს, რისკის წინაშე კი უფრო მეტად ახალგაზრდები არიან. ისინი ამგვარ სისტემებთან, მით უფრო AI კომპანიონებთან, საუბრის გაბმით ხშირად ადამიანებთან ურთიერთობას ანაცვლებენ.

სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე – 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობას

27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სოხუმის დაცემის დღეს.როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს.„27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. აფხაზეთის ომში დაღუპულთა თავდადება გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს. აკადემიურ საზოგადოებას განსაკუთრებული მისია აკისრია - გააგრძელოს კვლევა, გააანალიზოს ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და ამ ცოდნის საფუძველზე აღზარდოს მომავალი თაობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სამსახურის იდეალებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის აღმშენებლობისთვის არჩეული გზა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების მნიშვნელოვან საწინდარს. სწორედ მეცნიერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ვუყრით საფუძველს”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 32 წლისთავის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.„27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის გარდამტეხი თარიღი, ტრაგიკული მოვლენების სიმბოლო და ამავდროულად ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საფუძველი. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შევუნარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რათა მათი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმიანობა ყოველთვის იყოს განმსჭვალული სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით და პასუხისმგებლობით“, - აცხადებს თამარ წერეთელი.აღნიშნულ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

27 სექტემბერი ჯვართამაღლებაა – რას და რატომ ვდღესასწაულობთ ამ დღეს?

27 სექტემბერი საუფლო დღესასწაული - ჯვართამაღლებაა; რას და რატომ ვდღესასწაულობთ ამ დღეს;ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართინა.კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“.მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმინდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული.იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმინდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას.წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).წმინდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული, ახალი სტილით კი მას 27 სექტემბერს ვდღესასწაულობთ.

ბოლო სიახლეები