ორშაბათი, აგვისტო 4, 2025

მეორედ მოვედი აქ, მეტი არ შემიძლია, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ეს ყველაფერი თავიდან ვნახო – კურორტი, რომელიც იყო სავსე, დღეს უსიცოცხლოა – ადგილობრივები შოვის ტრაგედიაზე

2 წელი შოვის ტრაგედიიდან – 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტი ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.

ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, შოვში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დეპუტატები. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილობრივების განცხადებით, მათ შოვში ჩასვლა უჭირთ და ამბობენ, რომ იმის გახსენება, რაც შოვში მოხდა, ძალიან რთულია.

“გახსენება არის შოკი, ისევ თავიდან ვბრუნდები იმ სიტუაციაში. მეორედ მოვედი ახლა აქ, მეტი არ შემიძლია ამ ეტაპზე, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ისევ ყველაფერი ეს თავიდან ვნახო. ეს იყო წარმოუდგენელი მდგომარეობა. კურორტი, რომელიც იყო სავსე, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლე და დღეს უსიცოცხლოა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთის რაიონის სოფელი გოგიეთი იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

გთხოვთ გაავრცელოთ-18 წლის გიგი შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,18 წლის გიგისთვის “ უცვლელად გიზიარებთ პოსტის “ ჩემო მეგობრებო,ნაცნობებო თუ უცნობებო,თქვენი დახმარება გვჭირდება !გავერთიანდეთ და დავეხმაროთ გიგი შავაძეს, რადგან შეძლოს ფეხზე დადგომა ...უმორჩილესად გთხოვთ ღმერთი დაგლოცავთ და მადლად დაგიწერთ! ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია ვისაც რა საშვალება გაქვთ სასწრაფოდ ჭირდება სტამბულში გადაყვანა რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.საქართველოპირადი ნომერი:61004050492ანგარიშის ნომერი:#GE19BG0000000541462228მიმღები:ნესტან სურმანიძეთიბისიანგარიშის ნომერი:#GE57TB7518445064300060გოგიტა შავაძეგთხოვთ გადააზიაროთ- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გივიკო დიდია აქვეყნებს

,,ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა” – 4 აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა

1935 წლის 4 აგვისტოს მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ვახუშტი კოტეტიშვილი დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965 –1977 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; იყო თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; შემდეგ – უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი; 1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია; 1995 წლიდან ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი”, ჯამის „ლირიკა”, ჰაფეზის „ლირიკა” და სხვა. გადმოაქართულა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მიღებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „აფეზის ლირიკის გაგებისათვის”, დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა”, დაიცვა 1975 წელს. იყო პრემია „საგურამოს” და ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

შალვა პაპუაშვილი – ყველამ პირდაპირ ეთერში მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, სექტემბერში პარლამენტი მთლიან დოკუმენტს გაეცნობა და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს

მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღია და საჯარო იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველამ თავისი ყურით მოისმინა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ.„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ. ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა. ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს. ასე რომ, ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში. სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.

ბოლო სიახლეები