ბათუმში კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ახალშობილს, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
“ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, დღეს დილით დასრულდა მეორე ოპერაცია რეკონსტრუქციული, რომელმაც უპირატესობა მოგვცა, ცოტა გაუმჯობესება გვაქვს. საკმაოდ ძლიერი იყო ინფექციის განვითარება. უკეთესობა არის, ჯერ-ჯერობით მძიმედ მაინც ფასდება, იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. დედა გავწერეთ დღეს და სამართალდამცავებმა წაიყვანეს”, – აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.
ბათუმის კლინიკა “მედინაში” კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალი პოლიციამ დააკავა.

