ვისაც ასეთი მშობლები ჰყავს, ნამდვილად გაუმართლა. ისინი ენდობიან საკუთარ შვილებს და უფლებას აძლევენ მათ იცხოვრონ საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრებით.
ამ ტიპის მშობლები ხშირად საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან და ინტერესდებიან ახალგაზრდების გატაცებებით.
ისინი არ ერევიან შვილების პირად ცხოვრებაში, თუმცა ტაქტიანად და გონივრულად აკონტროლებენ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აძლევენ შვილებს თავისუფლად განვითარების საშუალებას.
ისინი შვილებთან მეგობრობენ არა იმის გამო, რომ ამით მათი ნდობა მოიპოვონ, არამედ ბუნებრივად არიან ასეთები და შვილებთან მეგობრობა დიდ სიამოვნებასაც ანიჭებთ.
ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, თავისუფლად მოაზროვნე და კომუნიკაბელურ პიროვნებებად ყალიბდებიან, ადვილად ამყარებენ კონტაქტს ყველა ტიპის ადამიანებთან და თავადაც ჰარმონიულ ოჯახებს ქმნიან.