პარლამენტში, აფგან მუხტარლის გაუჩინარების საქმეზე საგამოძიებო კომიის შექმნაზე მსჯელობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნაში ალოგიკური არაფერია.
“აუცილებლად უნდა დავადასტურო, რომ ამ მოთხოვნაში ალოგიკურს ნამდვილად არაფერს ვხედავთ. კითხვებს ყოველთვის პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკაც, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.