ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

მაყვალა გონაშვილი – ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა

ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მისივე თქმით, ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.

„ჩემთვის უპირველესი ახალგაზრდები და მათი რწმენა, სწორი ხედვაა. ახალგაზრდებს როდესაც ვუამბობ ხოლმე იმ უმძიმეს წლებზე, როცა ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ისინი მწერალთა კავშირზე ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყოო. ვინაიდან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა, შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. ჯერ ერთი, იმ პერიოდშიც, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, ქართველმა მწერლებმა არ დაივიწტყეს მისია, წინ წარუძღვნენ ერს. 2004 წელს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა. უკვე კარგად იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა იმის გამო, რომ დაწერა „გიჟი სახურავზე“. ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე, მაშინ მოადგილე ვიყავი. ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის. ზოგჯერ არასწორად ამბობენ, თითქოს შენობა მწერალთა კავშირს გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა. შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. კომუნისტები როცა შემოვიდნენ და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისევე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისევ ქართველი მწერლობა დახვდათ და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ყველა დროის მთავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის“. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

როგორც კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს.

„მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები. პირველი, რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ, მომეცით-მეთქი. მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით ცხოვრობდნენ, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს. ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“,  – აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.

გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.

„ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე. ამიტომ, ყოველდღე მიგზავნიდა წერილებს, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: „მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო, შვილო“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა იგეგმება სკოლებში სექტემბრიდან-რაც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

რა იგეგმება სკოლებში-სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინდა, ვიყო პაპი, ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი-დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ სურს, ახალი პაპი თავად იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ახალი პაპი თავად სურს, იყოს.ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ უნდა გახდეს, ახალი რომის პაპი.„პაპად? მე მინდა, ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი“, – აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.როგორც ტრამპმა განაცხადა, მას არ ჰყავს კონკრეტული რჩეული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი კანდიდატი, შესაძლოა, ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი იყოს.ცნობისთვის, მომავალ კვირას კარდინალები საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რათა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით, ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, არ ვიცი, ამჯერად საით, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი?...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები