ხუთშაბათი, ოქტომბერი 17, 2024

მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

სულ ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“ , „ანგელოზების“ ფოტოები გავრცელდა. ცხადია, მათ შორის არის მატილდა გვარლიანი, რომელიც პირველი ქართველი მოდელი გახდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე. მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს დაგროვებული და რაოდენობა ყოველ წუთს იმატებს. ამ დროისთვის მატილდას ფოტო 67 000-ზე მეტი მოწონებით უპირობო ლიდერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის. „რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა. ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ...

ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რატი იონათამიშვილი – სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს

სადაც სააკაშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, იქ კრიმინალური დანაშაულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულია რეკეტი, კორუფცია და ყველა მძიმე, ორგანიზებული დანაშაულები. „რა თქმა უნდა, ეს საქართველოში მათგან არავის უკვირს, მაგრამ თუ უკრაინაში განსხვავებული მოსაზრება იყო, ისინიც მიხვდებიან, სინამდვილეში რაშია საქმე. სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გია ხუხაშვილი: პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა. „რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ჩემი აზრით, თუ ამ მთავრობის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირისკენ შემობრუნება, ვინ შეასრულებს ამ ამოცანას საუკეთესოდ? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იმიტომ, რომ მას აქვს ყველა ის კომუნიკაცია, ბოლო ვიზიტიც რომ ავიღოთ, ყველა უმაღლეს თანამდებობის პირებთან აქვს პირადი ურთიერთობები. ამ ამოცანას ყველაზე ეფექტურად პირადად სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე. ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის არჩევნების შემდეგ ამაზე დათანხმდება. მაგრამ, 26 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება, რომ ის იყოს პრეზიდენტი. მე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე ამ ყველაფერზე, იცის ჩემი მოსაზრება და საჯაროდაც ხშირად მითქვამს ეს. მას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, დამრჩა განცდა, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე იფიქროს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი: თუკი გადალახავენ დანაშაულებრივ ზღვარს, მათ მიმართ აუცილებლად გატარებული იქნება ღონისძიებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, გრიგოლ ლილუაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უწყების განცხადება იყო პრევენციული ხასიათის და სუს-მა გააფრთხილა ის პირები, რომლებიც ქვეყნის ყოველდღიურობაში დისონანსის შეტანას ცდილობენ. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თუ ისინი კანონს დაარღვევენ, უწყება მათ წინააღმდეგ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. “ეს გაკეთდა იმ ჯგუფებისათვის გასაფრთხილებლად, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე. თუკი ისინი გადალახავენ დანაშაულებრივ ზღვარს, მათ მიმართ აუცილებლად გატარებული იქნება ღონისძიებები,“ - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

ბოლო სიახლეები