სამშაბათი, ივნისი 10, 2025

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი  Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია.

ნახეთ უახლესი ფოტოები:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.ტოპ 10-ში რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, „კვარა“ მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა, „სელესაოს“ ტრიუმფის შემდეგ კი, მეცხრეზე იმყოფება.24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს. „კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“, - წერს Goal-ი.ტოპ 10-ს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) რაფინია, 4) მოჰამედ სალაჰი, 5) კილიან მბაპე, 6) ვიტინია, 7) ნუნუ მენდეში, 8) დეზირე დუე, 9) ხვიჩა კვარაცხელია, 10) აშრაფ ჰაკიმი.

შალვა პაპუაშვილი – თამარ ტალიაშვილმა აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია

ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას, მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს იძლევა ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია.„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო თამარ ტალიაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშვნა. გახსოვთ, ის პარლამენტიდან ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა. მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია. კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ აშშ-სთან გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

8 ივნისს ნიუ ჯერსიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა.დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იბრძოლებს.გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ილია თოფურიამ, ადრე ის მესამე იყო, თუმცა 29 ივნისს მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეიტინგში კვლავ დაწინაურდება.UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):ისლამ მახაჩევი (რუსეთი) მერაბ დვალიშვილი (საქართველო) ჯონ ჯონსი (აშშ) ილია თოფურია (საქართველო) დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა) მაგომედ ანკალაევი (რუსეთი) ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია) ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია) ალექს პერეირა (ბრაზილია) ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია) ტომ ასპინალი (ინგლისი) მაქს ჰოლოუეი (აშშ) ბელალ მუჰამედი (აშშ) ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია) არმან ცარუკიანი (სომხეთი)

დავით სონღულაშვილი: გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საზღვაო რესურსების დაცვის მექანიზმებზე ვიმსჯელეთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა.კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.„გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერის და მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვაო დაბინძურების შემცირების, მათი ეკოსისტემების აღდგენის და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვაო გარემოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თემაზე. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა და ერთად ვიმოქმედოთ საზღვაო რესურსების დაცვის და მდგრადი გამოყენების მექანიზმების დასანერგად“, - განახადა დავით სონღულაშვილმა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.ქარცივაძე ამ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს ჩაანაცვლებს.უწყებამ დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები