შაბათი, იანვარი 11, 2025

მარკ ცუკერბერგი – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „მეტას“ თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას პოსტებზე, სადაც კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „მეტას“ თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას, – ამის შესახებ კომპანია „მეტას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა.

როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, „მეტას“ პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია კოვიდპანდემიის ფონზე ზეწოლას ახორციელებდა.

„მეტას“ დამფუძნებლის განცხადებით, ვაქცინის პროგრამის გაშვების დროს ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვდა ცენზურის დაწესებას ისეთ პოსტებზე, რომლებშიც კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი.

ცუკერბერგმა პოდკასტში ასევე ისაუბრა სამთავრობო ცენზურაზე. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ „მეტას“ გუნდის წევრებთან, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. მისი თქმით, ეს დეტალები აღნიშნული და გამოქვეყნებულია კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტებში. ცუკერბერგის თქმით, კონფლიქტი მის კომპანიასა და მთავრობას შორის მივიდა იმ წერტილამდე, სადაც „მეტას“ გუნდმა თქვა, რომ არ წაშლიდნენ იმას, რაც სიმართლეა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალეკო ელისაშვილი: არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, არ სჭირდება ხელოვნურად სათავეში ჩადგომა

არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, არ სჭირდება ხელოვნურად სათავეში ჩადგომა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უდავოა, რომ სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით. „არაჩვეულებრივი თვითორგანიზებული სამოქალაქო პროტესტია, ვინც ეცდება სათავეში ჩაუდგეს, ხელოვნური იქნება. არაჩვეულებრივად მიდის ეს პროცესი. სამოქალაქო ერად ჩამოვყალიბდით. ეს არის უდავო. აღმაფრთოვანებელია, იქ დგას ყველა, თითოეული პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე. შესაბამისად, არ სჭირდება ხელოვნური სათავეში ჩადგომები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჯო ბაიდენი მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით 15 იანვარს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა. ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს. მანამდე, ჯო ბაიდენმა გააუქმა ევროკავშირში მისი ბოლო ვიზიტი, რომელიც იტალიაში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი. მიზეზი კალიფორნიაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ხანძრებია.

კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფ ასტრონავტებს, ბუჩ უილმორს და სუნი უილიამსს, დედამიწაზე დაბრუნებისთვის კიდევ უფრო მეტ ხანს მოუწევთ ლოდინი. ბუჩი და სუნი კოსმოსში ივნისში გაფრინდნენ და დედამიწაზე ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, მათი მისია გახანგრძლივდა. მათი დაბრუნების თარიღად, თავდაპირველად, 2025 წლის თებერვალი განისაზღვრა, ახლა კი, ახალი კაფსულის გაშვების გადავადების გამო, მათი დაბრუნება 2025 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშია მოსალოდნელი. NASA-ს განცხადებით, ჩამოსვლის გადავადება ასტრონავტებისთვის დამატებით რისკებს არ შექმნის. "ნოემბერში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგით დატვირთული ორი კოსმოსური ხომალდი ჩავიდა, სადაც საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა იყო. მარაგში ასევე შედიოდა სპეციალური ნივთები იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრებს დღესასწაულები ღირსეულად აღენიშნათ,“ - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში. NASA-ს ინფორმაციით, SpaceX-ის ახალი Dragon კაფსულის მომზადება, რომელიც ეკიპაჟის შეცვლას განახორციელებს, გაჭიანურდა და მისი გაშვება მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. NASA-მ ასევე განიხილა სხვა კაფსულის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეცადა, რათა მისიების გეგმები არ შეცვლილიყო.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა

ამ მადლს ჩვენი ოჯახები ვერ დაივიწყებენ. არის შემთხვევები, როცა გვეხმარებიან, მაგრამ საგანმანათლებლო სივრციდან არავის გამოუხატავს ემპათია. თქვენ ხართ პირველები და მადლობა ძღვენისთვის, გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის, - ასე გადაუხადა მადლობა ქველმოქმედებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, წეროვნის დასახლებაში მცხოვრებმა, ახალგორიდან დევნილმა ნინო კახურაშვილმა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, შობა-ახალიწლის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი დახმარების, პირადი ჰიგიენის ნივთები და პროდუქტი გადასცეს. როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, შობა-ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქციებს ატარებს. „დეკემბერ-იანვრის თვეში, წინა საახალწლო და საშობაო ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ გორისა და თბილისის, კერძოდ, გორის ხანდაზმულთა სახლში - “შენი თბილი კერა”, თბილისში, პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფარში. ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, საკვები. კალანდას წინა დღეებში კი წეროვანში ჩავედით, სადაც სოციალურად დაუცველთა ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს ჩავუტანეთ ნობათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“ და ფაკულტეტები, რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს“, - აცხადებს ნაზი კუციავა. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლში ჩართულნი არიან როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები. „მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადავწყვიტეთ წეროვანის დასახლებაში მრავალშვილიან ორ ოჯახს დავხმარებოდით. ძმებ ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები - სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. ამ ბავშვების თვალებში აღბეჭდილი სიხარულისთვის მინდა რექტორს, თითოეულ კოლეგას, სტუდენტს, „ქალთა ასოციაციას“ მადლობა გადაგიხადო, მათ გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით საქველმოქმედო აქციათა ციკლის განხორციელებას“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” სახელითაა ცნობილი. კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.

ბოლო სიახლეები