კვირა, ივნისი 1, 2025

მარკ რუტე – უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე მასთან ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში 2010-დან 2014 წლამდე და შევწყვიტე მისი აზრების წაკითხვის მცდელობა. ვნახოთ. ვფიქრობ, უკრაინელები ნამდვილად თანამშრომლობენ და ჩემი აზრით, ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მხარესაა“,- განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, საუბრის ძირითადი თემა კი ნატო-ს მომავალი სამიტი იყო.

„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რუბიოსთან, ჰეგსეტთან და მაიკ უოლცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, მაგრამ შეხვედრის მთავარი საკითხი ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი იყო. ჩვენ ყველანი ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ვხედავთ ნატო-ს, რომელიც თავდაცვაზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ“,- განაცხადა რუტემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები