ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.

„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – დღემდე არცერთ საელჩოს არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციისთვის ქვების სროლა, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ და ხარ თანამონაწილე

რუსთაველის გამზირზე მათთვის ხელის შეშლა, ვისაც სურს, მივიდეს და პატივი მიაგოს 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის როდიონოვობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.„გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი, ეს ვიხილეთ გუშინ. ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით ჩეხავდნენ, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალების წაქეზებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, არცერთ საელჩოს დღემდე არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, ზიზღის კამპანია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას და ხარ ამის თანამონაწილე.„დღემდე არცერთ საელჩოს, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა „მოლოტოვის კოქტეილებით“. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას. თუკი აქეზებ ძალადობას, ე.ი. ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ციცინო შავაძე – ჩვენი წამება როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგაც კი არ დასრულდა, გვემუქრებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით, მადლობა სოზარ სუბარს, ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის...

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, რომ რომა რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მგონია, რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს, რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძემ მისი მეუღლის სახლში გადასვენების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ, იგივე ბედი გაეზიარებინათ.„არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი საავადმყოფოში, ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, ხმა არ ამომეღო. მე ვკიოდი, უკვე არაფერი მახსოვს და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს. უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ხალხი გვირეკავდა და გვეუბნებოდა,  ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენო. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ. ისე გამოდის, რომ მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი. მახსოვს, ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა. ჩვენ კიდევ, იძულებული გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, რადგან გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა.„ჩვენი წამება ამით არ დასრულდა. ყოველი დღე უმძიმესი ხდებოდა. გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერებულიყავით. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ბინა და გადავსულიყავი საცხოვრებლად ჩემებთან. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით. მოდიოდა უცხო ხალხი, პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, წამოვიდა მუქარები. საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან, სოფელ ჩელტაში, მაგრამ იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ასეთ დღეში ვიყავით“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძე ამბობს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ.„შემდეგ იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს. ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. გვაშინებდნენ, მოდიოდა იარაღიანი ხალხი პირდაპირ, ისროდნენ ჰაერში. ვისთვის მიგვემართა, უკვე აღარ ვიცოდით. მაშინ დავურეკეთ ბატონ სოზარს. ისიც კი შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის ბასეინსაც მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველა ერთად.ბატონი სოზარიც ჩამობრძანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ამისთვის, არასდროს დამავიწყდება თქვენი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობრძანებული ჩემს ოჯახში“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.მისი განმარტებით, სახალხო დამცველის თანამშრომლები მასთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.„ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.ამასთან, ციცინო შავაძემ გაიხსენა, რომ მომხდარი შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, მისი მეუღლე, გარდაცვლილი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს, რითაც ოჯახის დამცირებას ცდილობდნენ.„ყველანაირად გვავიწროებდნენ. სამი წლის თავზე იყო კარზე ზარი, დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით, ქალ-ვაჟი. პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს, რა ხდება-მეთქი. როინ შავაძის ოჯახია? კი-მეთქი, მას დაკითხვაზე იბარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ, კაცზე, რომელიც მიცვალებულია, ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

თეა წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა რისთვისაც ამდენი...

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე.თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა."თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე იბარებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე  20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.„2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“,- განაცხადა წულუკიანმა.

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

ბოლო სიახლეები