სამშაბათი, მარტი 4, 2025

მარკო რუბიო – პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც უცდია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პარასკევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუბიომ უპასუხა, რომ არ უსაუბრია.

„პარასკევის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. თუმცა, ჩვენ მასთან უამრავი კონტაქტი გვქონდა. უამრავი. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ვფიქრობ, პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების ბოლო სტრიქონი არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მზად ვიქნებით, განვაახლოთ ურთიერთქმედება, როდესაც ისინი მზად იქნებიან მშვიდობის დასამყარებლად, რაც აშკარად არის პრეზიდენტის მიზანი. ის ცდილობს, მიიყვანოს რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნახოს, არსებობს თუ არა გზა ამ კონფლიქტის დასასრულებლად. ეს არის მისი მიზანი. ეს მისი ერთადერთი მიზანია. და იცით, იმედია, ჩვენ მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის საშინელი ომი. ეს არის სისხლიანი ჩიხი, ხორცის გასატარებელი მანქანის ტიპის ომი და მას სურს, რომ ის დასრულდეს. როგორ დამთავრდება? ძალიან მარტივია. დამთავრების ერთადერთი გზა არის, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივა. ახლა პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მაგიდასთან, რათა გაიგოს, რისთვის არის მზად, რომ დაასრულოს ომი. თქვენ ვერ მიიყვანთ მას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ, თუ მტრულად იქნებით განწყობილი. ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინსტინქტებია წლების გამოცდილებით, რადგან ის წლებია, გარიგებებს დებს. ერთადერთი მიზანი აქ არის მცდელობა, რომ დასრულდეს სამწლიანი მსოფლიო ომი, რომლის დასასრულიც არ ჩანს“, – განაცხადა რუბიომ.

ჟურნალისტმა რუბიოს საუბარი შეაწყვეტინა და ჰკითხა: „ერთი წუთით აქ შეგაწყვეტინებთ. რატომ შეიძლება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო, როგორც თქვენ ამბობთ, არ დაუძახო სხვადასხვა სახელი პუტინს?“, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

„ჩვენ სამი წელი ვეძახდით ვლადიმერ პუტინის სახელებს. ამაში არ არის საქმე. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ, რუსები. მე თავიდანვე ვამბობდი, იქნებ მათაც არ უნდათ გარიგება. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ მათთან სამი წელია, არ გვილაპარაკია. მაგრამ, შეიძლება უნდათ. საქმე იმაშია, გვინდა თუ არა – ამას ყველას ვკითხავდი. თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? კიდევ ოთხი წელი ომი? კიდევ სამი წლის ომი, რომელშიც შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას უკრაინის ომში? ეს არის ალტერნატივა? მე ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებსაც შევხვდი, მითხარით თქვენი აზრი. უმეტესობას გეგმა არ აქვს. რამდენიმემ თქვა, კარგი, მოდით, მივცეთ მათ კიდევ ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი წლის სიკვდილის შემდეგ, კიდევ ერთი წლის განადგურების შემდეგ, მაშინ შესაძლოა, პუტინი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის პრეზიდენტის გეგმა“, – განაცხადა რუბიომ.

ჟურნალისტის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაზე. „საუბარია დადებული ხელშეკრულებების დაცვაზე. და ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი, რომლზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ისაუბრა, რომ ვლადიმერ პუტინმა არ შეინარჩუნა წარსულში გაფორმებული შეთანხმებები. მართალი არ იყო ამაში?“, – მიმართა ჟურნალისტმა რუბიოს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საუბარია წინსვლაზე და არა წარსულზე.

„აქ არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს ნობელის პრემიის მიღებას მიმდინარე წელს. რაზეც აქ ვსაუბრობთ, არის ის, რომ მას ძალიან დიდი ქვეყანა აქვს. ისინი სრულად მზად არიან ომისთვის. ისინი ახლა იარაღს ამზადებენ და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ? და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც უცდია. ეს არის მიზანი. შეგვიძლია თუ არა, რომ შევეცადოთ, მათთან ერთად დავსხდეთ და გავარკვიოთ, არის თუ არა რაიმე გზა, რას ითხოვენ რუსები? რა პირობებში იქნებოდნენ რუსები მზად ამ ომის შეჩერებისთვის? როგორც ვთქვი, ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, რადგან მათთან სამი წელია, არ გვილაპარაკია. ეს არის ერთადერთი მიზანი, ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობა და ის იწყება მათი მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით. საბოლოო ჯამში, როგორც ნებისმიერი ზავი, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, უნდა იყოს გრძელვადიანი, უნდა იყოს დაცული. ყველას ესმის ეს, მაგრამ ეს იწყება პირველი ნაბიჯით, და ეს არის მათი ჩართვა, რათა დაინახონ, შესაძლებელია თუ არა ეს, რადგან თუ ასე არ არის, მაშინ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ჩიხი, ათასობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით დოლარი იხარჯება, იქნება მეტი სიკვდილი და განადგურება“, – აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს თქმით, ყველა ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიაა მშვიდობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ არც კი ვიცით, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა და ეს ესმოდათ უკრაინელებს. ეს მათ არაერთხელ აუხსნეს და ეს არის ჩვენი სტრატეგია. ჩვენ ვცდილობთ, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ. ახლა ისმის კითხვა, შეგვიძლია თუ არა მათი მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა? ეს არის ჩვენი მიზანი. მოდით, ნურაფერს გააკეთებთ ამის შესაფერხებლად. ეს არის ის, რაც სამწუხაროდ ზელენსკიმ გააკეთა, იპოვა თუ არა შესაძლებლობა, სცადა განმარტება ყველა საკითხზე. შემდეგ ის დაუპირისპირდა ვიცე-პრეზიდენტს. როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მიზანი აქ არის დიპლომატია, ის მაშინვე ადგა და ვიცე-პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ პუტინი არ იქნება ადვილი მომლაპარაკებელი ამ მხრივ. ჩვენ ყველა ვიღებთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე შესაძლებელი. გულწრფელად გაოგნებული ვარ. უბრალოდ არ მესმის. ბაიდენის ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა მიაყენა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელელებს, მოახდინა მათზე ყველანაირი ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შედარებით კარგები ვიყავით და ყველაფერი, რის გაკეთებასაც აქ ვცდილობთ, არის იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. პირველი – ყველა სხვა რამ, რაზეც ხალხი აგრძელებს საუბარს, არის ის, რაც მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს. ამჟამად მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არ უნდა ვეცადოთ მაინც, დავინახოთ, არის თუ არა გზა ამ ომის დასასრულებლად ორივე მხარისთვის მისაღები და გრძელვადიანი გზით? როგორ არის ეს ცუდი? მე ნამდვილად მიკვირს, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მშვიდობისმყოფელობის მცდელობა ცუდია. ეს მხოლოდ ცუდია, როდესაც დონალდ ტრამპი ცდილობს ამის გაკეთებას, როდესაც ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. ეს ჩემთვის აბსურდია“, – განაცხადა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, მე რომ...

ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.„მაგრამ თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი, დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა. მიწის დიდი ნაჭერი, სადაც მათ ჰყავთ თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს, არა? ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს სცადეს მთელი რაღაცის მიღება. მათ სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ რაღაცას. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ბუშს, ობამასა და ბაიდენს. მათ ბევრი წაიღეს. ერთადერთი, რაც მათ არ მიუღიათ, იცით, რა მივეცი მათ? მე მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი, რა მივეცი მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ „ჯაველინები““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები