შაბათი, მარტი 1, 2025

მარკო რუბიო – ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა, სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან

შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა უკრაინელებმა მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა. სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა – და მე ვეთანხმები – ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან დააკავშირებდა, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი – და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა – არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და საბოლოოდ ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან. რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს – სოფელ სურებში მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.

ბოლო სიახლეები