აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინისთვის რთული იქნება რუსების დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რუბიოს თქმით, ამ ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ.