ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

მარკო რუბიო – დღეს კარგი დღე იყო მშვიდობისთვის, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას

ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კარგი დღე იყო მშვიდობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობისა და საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანის სტუმართმოყვარეობის წყალობით, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, – წერს მარკო რუბიო.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო

რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი, კაცისგან სახელად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან. ბაიდენისგან მათ უნდოდათ აეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, მაგრამ ვნახავთ. თუმცა დიახ, არის საქმეები, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური აზრით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ავარია გორში – არის მსხვერპლი

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

🎥 ნანიკო ხაზარაძე გარდაცვლილი მამის ვიდეოს აქვეყნებს: „კარგი კაცი იყო, 86 წლის გახდებოდა…“

ნანიკო ხაზარაძე გარდაცვლილი მამის ვიდეოს აქვეყნებს: „კარგი კაცი იყო, 86 წლის გახდებოდა...,,ყველა ადამიანში, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, ბავშვი ყოველთვის ზის- ამბობს ნანიკოს მამა.ტელეწამყვანს მამა 2024 წელს გარდაეცვალა“https://www.facebook.com/nkhazaradze/videos/2823307231183041

გურამ მაჭარაშვილი – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ.მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა არ არის.„კოლექტიურმა ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მარათონად აირჩია და თქვა, შევეჯიბროთ, ვინ რამდენ პროცენტს აიღებსო. მაშინ ევროკავშირი და მთელი სტრუქტურა, ამერიკის საელჩოს თამადობით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს იყო, მაგრამ ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებიც ისე წააგეს, როგორც მისი წინამორბედები. იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ, თუმცა იქამდე დიდი დროა. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა არ არის. ამაშიც კი ვერ თანხმდებიან. სავარაუდოდ, საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავლენ და მონაწილეობას მიიღებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს – როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან? პირველად ვნახე ისინი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ღიმილის ბიჭები გვყავს – ამ...

„ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20 - წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? - არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20 წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ბოლო სიახლეები