ორშაბათი, მარტი 17, 2025

მარკო რუბიო აცხადებს, რომ სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მოლაპარაკებების საჯაროდ განხილვას არ აპირებს.

„არსებობს გარკვეული გამოწვევები. ეს არის რთული, სამწლიანი ომი, რომელიც მიმდინარეობს ძალიან გრძელ სამხედრო ფრონტზე, მრავალი სირთულით. ასე რომ, არავინ ამბობს, რომ ეს ადვილია“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი გეგმა არის ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო მეორე გულისხმობს ყველა მხარის მაგიდასთან დაჯდომას, რათა ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს.

„არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ ამ მეორე ნაწილამდე, ვიდრე არ გავცდებით პირველ ნაწილს. რთულია მოლაპარაკებების წარმოება ომის ხანგრძლივი დასრულების შესახებ, როდესაც ისინი ერთმანეთს ესვრიან და ამიტომ პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. ეს თავისთავად არ იქნება ადვილი. მეორე ფაზა, რაც გულისხმობს უფრო გამძლე და მუდმივი რამის შესახებ მოლაპარაკებას. ეს იქნება რთული. ის მოიცავს ბევრ მძიმე შრომას, დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ეს ომი ვერ გაგრძელდება. პრეზიდენტი ნათლად საუბრობს ამის შესახებ და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მის დასასრულებლად“, – აღნიშნა რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლუკა გუგეშაშვილმა პაოკ-თან კონტარქტი გააფორმა

ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ პაოკ-ში ითამაშებს. ის ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. საქართველოს ნაკრების და „პანსერაიკოსის“ მეკარეზე ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა.სალონიკის კლუბმა 25 წლის მეკარესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „პანსერაიკოსს“ ქართველ მეკარეში 1 მილიონი ევროს გადაუხდის. ფიფა-ს წესებით, მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვით ადრე მოთამაშეს ახალ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება გააჩნია.ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში „პანსერაიკოსის“ ფორმით საბერძნეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და მათგან 4-ში კარი მშრალად შეინარჩუნა. ეს სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გიული ალასანია – გული მწყდება, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, კოსტავას მაგალითები, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს

გული მწყდება იმაზე, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, კოსტავას მაგალითი, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეიზდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაჩენების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნათია თურნავა საქართველოს მხრიდან IMF-ის, BSTDB-ის მმართველად და EBRD-ის ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და „შავიზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) – მმართველად, ხოლო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“(EBRD) ალტერნატიულ მმართველად დაინიშნა.შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაინიშნა. 2023 წლის ივნისიდან კი სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო  თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და დღეს გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებენ ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზებით 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე 12,000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოაპარეს, ცხადია, ეს მისი მოფიქრებული არ არის, ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. როგორც იცით, ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს, ცხადია, იყო საზღვრის უკანონო კვეთა და ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება. სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული, თუ დაიჭერდნენ. შემთხვევითი კი არ არის ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში. რა განცხადებას აკეთებდნენ ეს უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. ბოდიში არ მოუხდია არავის. შესაბამისად, კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, მარტომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, იქნებოდა დაცული. მთელი სპეცსამსახურები, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული არ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვაზე, მოუწევს თუ არა სააკაშვილს, მინიმუმ, 2033 წლამდე ციხეში ყოფნა, მერი პასუხობს: „ცხადია, რაც აქვს მისჯილი, ჩვეულებრივად მოუწევს, მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა“.

ბოლო სიახლეები