ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

მარიკა ბაკურაძე: მე ვფიქრობ, რომ „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ ხელმძღვანელობას შეუთავსებლობა აქვს იმასთან, რომ მე თან მათი თანამშრომელი ვიყავი და თან ტელეკომპანია „იმედის“ სახე ვარ. ეს არის დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმა

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებზე ბაკურაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ მათ პრობლემა შეექმნათ და შეუთავსებლობა აქვთ იმასთან, რომ მე თან მათი თანამშრომელი ვარ (15 წელია) და თან ვარ ტელეკომპანია „იმედის“ სახე. მათ „იმედთან“ შეუთავსებლობის შესახებ ღიად დაწერეს „ფეისბუქის“ საშუალებით. ერთადერთი ეს მაქვს ხელჩასაჭიდი, ეს არის დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმა, სხვა რა შეიძლება დავარქვა. ვკითხე – რატომ მათავისუფლებთ, რა არის მიზეზი-მეთქი და პასუხი იყო რომ, ბოლო ხანს შენი მხრიდან მუშაობაში მონდომებას ვერ ვატყობთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ასე მითხრეს, რომ ეს არის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის ერთობლივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბაკურაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც მედიის მუშაობის შეზღუდვას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.„მედია ძალიან არაკეთილსინდისიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პიტ ჰეგსეტს და აღნიშნა, რომ მას ასევე შეუძლია, მედიის წარმომადგენლების თეთრი სახლიდან გაყვანა, თუ ამას მოისურვებს.აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ წესები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად და ჟურნალისტების პენტაგონში „ხეტიალის” თავიდან ასაცილებლად მიიღეს. საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს. ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

რწმენით განკურნება რომ შესაძლებელია, ეს მორწმუნემ იცის. მრავალი წელი იტანჯებოდა ქალი სისხლდენით, მაგრამ მაცხოვარს, კალთაზე, რწმენით შეეხეო თუ არა, მაშინვე განიკურნა. შენმა რწმენამ განგკურნაო, ეუბნება მას იესო. ამდენად რწმენით მიღებული ნაკურთხი წყალი, წასმული ზეთი და წმინდა ნაწილებთან მიახლება - გვკურნავს.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წერილიდან, სადაც იგი განკურნების ასეთ მეთოდს იძლევა:„დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს. საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“

„ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება…“ – სიახლე ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის

ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის (EES) ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ახალი რეგულაცია ელექტრონულ რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც მიზნად უსაფრთხოების გაუმჯობესებას და დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას ისახავს.სისტემა პასპორტში შტამპების ჩარტყმის ჩანაცვლებას ბიომეტრიული მონაცემების გულისხმობს, მაგალითად, თითის ანაბეჭდის, სახის გამოსახულებისა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციის ციფრულ ფორმატში შენახვით.ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება.

ელინა ვალტონენი – თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, ფინეთის დროშასაც, რაც მთავარია, საქართველოს დროშას

მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.ეუთო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მივიდა და შეკრებილებს გაესაუბრა.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

მეუფე შიო მუჯირი – დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა.როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.„ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მწამებლური აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვასა და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა/არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში.შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა“.დღეს ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული.საიუბილეო თარიღების აღნიშვნა საუკეთესო საშუალებაა სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მთელი სახელმწიფო მოიცვას, პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის სავსე გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა. შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცებისა და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“, – ნათქვამია სპეციალური კომისიის მიმართვაში.

ბოლო სიახლეები