შაბათი, მარტი 14, 2026

მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე მუშაობას პარიზში განაგრძობს

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მის ახალ პროექტზე „ნენე” მუშაობას პარიზში განაგრძობს-

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია.

მარიამი ექვსი თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძემონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი”.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე” ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედეს” ასევე აქვს აღებული იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია – წყნარი ოკეანის დაჯილდოვების ცერემონიალზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.„ეს კვლევა საინტერესოა და, ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ – საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ხუნდაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს, რომ ავტორი არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირია

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რაზეც მეტყველებს მისი ავტორის წარმომავლობა და კავშირები პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს.„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსი შინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200-გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას რატომღაც ძალიან უყვარს.ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რომის პაპი ლეო XIV – ქრისტიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ომებს იწყებენ, აღსარება უნდა ჩააბარონ, აქვთ მათ საკმარისი თავმდაბლობა და გამბედაობა, რომ გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი?

რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ქრისტიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ომებს იწყებენ, უნდა ჩააბარონ აღსარება და დაფიქრდნენ, რამდენად მიჰყვებიან იესოს სწავლებას.ამასთან, პონტიფიკოსს კონკრეტული ლიდერები ან კონფლიქტები არ დაუსახელებია.„აქვთ თუ არა იმ ქრისტიანებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებში მძიმე პასუხისმგებლობას ატარებენ, საკმარისი თავმდაბლობა და გამბედაობა, რომ სერიოზულად გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი და წავიდნენ აღსარებაზე?“, – განაცხადა პაპმა სასულიერო პირებისადმი მიმართვაში.„როიტერი“ იუწყება, რომ რომის პაპი ბოლო დღეებში უფრო აქტიურად გამოდის ირანში ომის დასრულების მოწოდებებით.ამასთან, როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღზრდილია პრესვიტერიანული ქრისტიანული ტრადიციით. მისი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კათოლიკეები არიან.

ირაკლი კობახიძე – არ მოსწონთ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების კანონები, არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს

არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს ანგარიშს ეხებოდა.კობახიძის თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული.„საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოსწონთ კანონი არასლუწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა არ მოსწონთ.პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტზე, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება.მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანის  უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ოცნების ქალაქში“ ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა.პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები