კვირა, თებერვალი 16, 2025

მარიამ ქვრივიშვილი – 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

2024 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს.

„ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აგრძელებს, იყოს დივერსიფიცირებული. შემოსავლების ზრდაში ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. ჩვენს ქვეყანაში იზრდება ავიაკომპანიების რაოდენობა და ფრენის სიხშირეები. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზებას საერთაშორისო არეალზე. ასევე, იზრდება ტურისტული ნაკადები. ამდენად, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით –  დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ტურიზმის სექტორის მდგრადობასა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების კეთილდღეობაზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (გაიზარდა 30.7 მლნ აშშ დოლარით და 246.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ისრაელიდან (გაიზარდა 27.2 მლნ აშშ დოლარით, 175.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), თურქეთიდან (გაიზარდა 23.1 მლნ აშშ დოლარით, 287 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 17.6 მლნ აშშ დოლარით, 78.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 10.5 მლნ აშშ დოლარით, 32.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა)“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” – რა ხდება აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ძლიერმა შტორმმა და წვიმამ, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და სახლები. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობის რამდენიმე გაფრთხილება მოქმედებდა გასული 24 საათის განმავლობაში კენტუკის, ტენესის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში. კენტუკიში, სადაც გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ძლიერი წვიმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა. "მთელი შტატი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე", - განაცხადა ბეშირმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, რამდენიმე შტატის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მოხუცთა თავშესაფრებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია განეხორციელებინა. ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა დასავლეთ ვირჯინიისა და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის რამდენიმე ოლქში კვირა დღის, დილის 8 საათამდე გაახანგრძლივა. სააგენტომ აღნიშნულ წყალდიდობას "სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია" უწოდა.

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, მიუნხენში კაია კალასს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა. „შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების თხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში ტრაგედიის გამო, ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება. „ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა. როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები