ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

