შაბათი, მარტი 7, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

გაერო-ში ირანის ელჩი – არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით

გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.„ირანი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად და მხოლოდ ირანის ხალხის ნებით — ნებისმიერი უცხოური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცერემონიაზე მონაწილე პარასპორტსმენების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აინთო.წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.შეჯიბრებაში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენიც მიიღებს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება.

ემანუელ მაკრონი – გაერო-ს ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს,“ — განაცხადა მაკრონმა.მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

ბოლო სიახლეები