ბაჩო ახალაიას პასუხები კიდევ ერთი ცინიზმია მოსახლეობის მიმართ, მას ხალხის წინააღმდეგ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს ცნობილია კიდეც. იმედია, ის ამ ყველაფერზე პასუხს აგებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
ლაშხის თქმით, მისი განცხადებები აბსურდულია და ხალხის დაცინვაა.
„ვნახეთ, თუ როგორ იყო ჩართული ბაჩო ახალაია ქვეყნის დამხობის მცდელობებშიც. ამის არაერთი ფაქტი არსებობს. იმედია, სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე შესაბამისს გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – განაცხადა ლაშხმა.

