დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის სრულ მასალებზე წვდომას ითხოვს.
“ჩვენი მოთხოვნაა, სწრაფად გვცნონ დაზარალებულებად. აქამდე გვქონდა წვდომა მასალებზე, რაც სრულყოფილ შეფასებას არ იძლევა. იქ არის გასაიდუმლოებული ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სპეცრაზმელის ჩვენება, სატელეფონო კავშირები, რა დროს დარეკეს, ვისგან დარეკეს, რა დროს იქნა გადაყყვანილი საავადმყოფოში, რამდენად დროულად იქნა გადაყვანილი. იგივე ხელყუმბარის ნაწილი, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ არის. ამ კუთხით გვაქვს კითხვები, ეჭვები გვაქვს და გვსურს მალე მივიღოთ პასუხები”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
ახლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვდებიან.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამოიცხავენ.