ზღვის უბნის პარკის მიმდებარედ წყლის მილი დაზიანდა და პარკის საფეხმავლო ბილიკები დატბორა. რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა.
“კი, წყლის მილი დაზიანდა გზაზე, ლაფი ჩამოვიდა ფერდიდან ზღვისუბნის ახალ პარკში და რა? რაა ამაში ან გასაკვირი ან რა შუაშია თანხა, რომელიც დაიხარჯა თბილისის ყველა დიდი პარკის მოსაწყობად? მეტი რომ დახარჯულიყო ან ნაკლები, ამით გამოირიცხებოდა წყლის მილის დაზიანება გზაზე? ისეთი სიხარულით აზიარეს ტალახით დასვრილი საფეხმავლო ბილიკის ფოტოები, გეგონება რაღაც სენსაციური მოხდა ან ეს პარკი მტრის საკუთრება იყოს და არა საკუთარი ქალაქის. ტალახი კი გაიწმინდება, მაგრამ ამდენ ბოღმიანს რა ეშველება, ასე რანაირად ცხოვრობენ, როგორ არ უხარიათ ის სიკეთე, რითაც მათმა შვილებმაც და ახლობლებმაც უნდა ისარგებლონ?”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” მომხდარ ფაქტს.