პარასკევი, აგვისტო 7, 2026

მანანა თოქმაჯიშვილი: ისეთი სიხარულით აზიარეს ტალახით დასვრილი საფეხმავლო ბილიკის ფოტოები, გეგონება რაღაც სენსაციური მოხდა ან ეს პარკი მტრის საკუთრება იყოს და არა საკუთარი ქალაქის

ზღვის უბნის პარკის მიმდებარედ წყლის მილი დაზიანდა და პარკის საფეხმავლო ბილიკები დატბორა. რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა.

“კი, წყლის მილი დაზიანდა გზაზე, ლაფი ჩამოვიდა ფერდიდან ზღვისუბნის ახალ პარკში და რა? რაა ამაში ან გასაკვირი ან რა შუაშია თანხა, რომელიც დაიხარჯა თბილისის ყველა დიდი პარკის მოსაწყობად? მეტი რომ დახარჯულიყო ან ნაკლები, ამით გამოირიცხებოდა წყლის მილის დაზიანება გზაზე? ისეთი სიხარულით აზიარეს ტალახით დასვრილი საფეხმავლო ბილიკის ფოტოები, გეგონება რაღაც სენსაციური მოხდა ან ეს პარკი მტრის საკუთრება იყოს და არა საკუთარი ქალაქის. ტალახი კი გაიწმინდება, მაგრამ ამდენ ბოღმიანს რა ეშველება, ასე რანაირად ცხოვრობენ, როგორ არ უხარიათ ის სიკეთე, რითაც მათმა შვილებმაც და ახლობლებმაც უნდა ისარგებლონ?”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” მომხდარ ფაქტს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე, ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს.ცნობისთვის, გიგა ავალიანი 2025 წლის ოქტომბერში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმა.2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ჩასაფრდნენ და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნეს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირაკლი ქადაგიშვილი – რუსეთს აგრესიის მასშტაბის გაფართოვება რომ ნდომოდა, ამას გააკეთებდა, სააკაშვილმა ჯარი მართვის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზი, დაჭრილი მებრძოლები მიატოვა

მიხეილ სააკაშვილი ცრუპენტელაა. რუსეთს აგრესიის მასშტაბის გაფართოვება რომ ნდომოდა, გააკეთებდა, რადგან მთავარსარდალი გადამამული და დამალული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სააკაშვილმა ჯარი მართვის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზი, დაჭრილი მებრძოლები მიატოვა.„მთელი მსოფლიო უყურებდა, რა მდგომარეობაშიც იყო. სააკაშვილი დამანგრეველი პოლოტიკის გამართლებას იმით ცდილობს, რომ თბილისში შემოვიდოდნენ, რომ არ ვმდგარიყავიო. დამალული იყო და ჯარი გაყვანილი იყო დედაქალაქიდან, საბრძოლო არეალებიდან. ეს იგივე ბაქიბუქობაა, როცა დავით ბაქრაძემ განცხადება წაიკითხა – ბრძანება ხალხზე იყო გაცემული, ხალხი რუსებს ისე შეგებებოდა, როგორც შეეძლოთ, დანებით და ჩანგლებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს“.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი – რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს...

18 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.„ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - წერს ალიანსის წარმომადგენელი.მისი თქმით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.„ჩვენი პარტნიორობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის - დაფუძნებული პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, განპირობებული მდგრადობისა და სტაბილურობისადმი მუდმივი ერთგულებით და მტკიცედ ორიენტირებული მომავალზე“, - აცხადებს ჰამილტონი.

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს...

„გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები