ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

მამუკა ხაზარაძე: სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია რუსეთთან

სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია რუსეთთან, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო! საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!

სასწრაფოდ შემოიღეთ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!

საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მოქალაქეობას გავუუქმებთ ყველა იმ ნატურალიზებულ იმიგრანტს, რომელიც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული

ჩვენ ვაპირებთ, მოქალაქეობის გაუქმებას სომალიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან ჩამოსული ნებისმიერი ნატურალიზებული იმიგრანტისთვის, ვინც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მსგავს პირებს ქვეყნიდან გააძევებს.„თუ ამერიკაში, ამერიკელების გასაძარცვად ჩამოხვალთ, ციხეში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ იქ, საიდანაც მოხვედით. პირდაპირ ციხეში ჩაგსვამთ. მათ ეს იციან,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ 5 ოჯახს საახალწლო საჩუქრად სახლი გადასცა

საახალწლო კონცერტი გაიმართა სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე. სამტრედიელებს ძველით ახალი წელი, ტრადიციულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს კი, საჩუქრად სახლი გადასცა. დღეიდან, ახალ სახლში, ჯამში, 5 ოჯახი იცხოვრებს."ვაგრძელებთ ტრადიციას, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, სამტრედიაში გვაქვს კონცერტი.გარდა ამისა, ვაბედნიერებთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ.რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გავაგრძელებთ იმ ოჯახების დახმარებას, დასაჩუქრებას მაცხოვრებლებით, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც ჯანსაღ ქართულ სისტემაში დაიკავებენ ადგილს, იმედი გვაქვს, ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით

უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში.ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით.„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ სწორედ ასეთი გამართული დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი

საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც სააკაშვილი წერს, „ის არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვეა, არამედ რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურებისა და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“.„დონალდ ტრამპმა ამერიკის ბანკებს საკრედიტო ბარათებზე მოგება შეუზღუდა 10%-ის ზედა ზღვრით. საქართველოს კი მართავს ყაჩაღი ბანკირი, რომელიც სულ უფრო იმატებს ბანკებს, ხალხის ხარჯზე ზემოგებებს. საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას და სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ კრიმინალებს ასე ძლიერ ჩემი. ასე რომ, მე არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვე ვარ, არამედ ასევე რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურების და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები