ორშაბათი, მაისი 11, 2026

მამუკა ხაზარაძე – ნაძვის ხის ღონისძიებაზე უარს თუ არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ პროვოკაციას აწყობ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, არ აჰყვეთ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

ნაძვის ხის ღონისძიებაზე უარს თუ არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას, რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, არ აჰყვნენ „ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ ე.წ. მთავრობას“.

„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე, უკვე მე-16 დღეა, აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი. თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას, რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.

მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ ე.წ. მთავრობას“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან

ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან (გადადება, გადადება, გადადება!) და ბოლოს „დიდი პრიზი“ მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გაწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.„თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს ენახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებითა და ჩანთებით ჩაიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი! 47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა „კვლავ დიდებულ“ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.

მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე, დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი თუ დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დიალოგი დანებებას არ ნიშნავს და ქვეყანა მტრის წინაშე თავს არასდროს დახრის.მისივე თქმით, ირანის მიზანს ერის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.„ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე და თუ დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს. პირიქით, მიზანია ირანელი ერის უფლებების და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია გვირჩევს, რომელი ნივთი არ უნდა გავაჩეროთ სახლში, რათა წარმატება არ დაგვებლოკოს.„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში. ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალ ვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე.  ასეთი არის თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთები გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე. ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, – ამბობს გოგა მანია. 

წლის და 8 თვის ბავშვს პურის ნაჭერი გადასცდა და დაიღუპა

საბერძნეთის კუნძულ ეგინაზე 20 თვის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც ტრადიციული სააღდგომო პურის, „ცურეკის“ ნაჭერი გადასცდა. შემთხვევა ბავშვის სახლში მოხდა, როდესაც ბავშვმა მოულოდნელად სუნთქვა ვეღარ შეძლო.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მშობლებმა პატარა სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს. თავდაპირველად ბავშვის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა მალევე კვლავ დამძიმდა. მოგვიანებით მისი გადაყვანა პირეოსის საავადმყოფოში სანაპირო დაცვის კატერით განხორციელდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.ტრაგედიამ მთელი ადგილობრივი საზოგადოება შეძრა. ბერძნული მედია და ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მცირეწლოვანი ბავშვების კვებას, რადგან მყარი ან წებოვანი საკვები პატარა ასაკში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მრავალსაუკუნოვანი კავშირი-ირანულ-ქართული ურთიერთობის კულტურული ხიდი თბილისში-რას წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

,,დღეს საღამოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ თბილისში საკუთარ ფასადზე ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის სიმბოლო გამოფინა — სიმბოლო, რომლის ფესვები ირანელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციურ, კულტურულ და ცოცხალ კავშირებშია. ირანელები და ქართველები ორი კულტურის, ორი ენის, ორი ტრადიციისა და ცხოვრების ორი განსხვავებული წესის მატარებელნი არიან, რომლებმაც ისტორიისა და პოლიტიკის სირთულეების მიღმაც შეძლეს ცოცხალ ურთიერთობებში მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის საფუძვლის შექმნა. ეს კავშირი მხოლოდ ისტორიული მოგონება არ არის; იგი ცოცხლობს ენაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, რიტუალებსა და ორივე ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. დღესაც მრავალი სპარსული სიტყვა ქართულ ენაში იმავე მნიშვნელობითა და ჟღერადობით გამოიყენება, როგორც ირანში. ამავე დროს, ქართული არქიტექტურა, ხელოვნება, სიმამაცე და სულიერი ძალა ირანის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს გადავცემდით. რადგან ხალხებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, ცოცხალი და სოციალური კავშირებია — ურთიერთობები, რომლებიც ემყარება ემოციას, აღქმას, მეხსიერებასა და საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებას.დღეს ირანის საელჩომ თბილისში მხოლოდ ერთი გამოსახულება კი არ წარმოადგინა; მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ხალხებს შორის კავშირები და ინტერესები ბევრად უფრო ძველი, ღრმა და მდგრადია, ვიდრე ნებისმიერი მსწრაფლწარმავალი პოლიტიკური ურთიერთობა''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

ბოლო სიახლეები