ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

მამუკა ხაზარაძე – ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე, არმოსული ამბავია!

ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის,- ამის შესახებ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ხაზარაძე წერს, ფონდების დახურვის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშია, რომელიც “მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ”.

“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.

ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.

ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის – ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.

ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!

პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.

ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე – არმოსული ამბავია!” , – წერს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გეგა წულაია ესპანეთში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ება-ს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი გეგა წულაია, რომელიც A-A დივიზიონში 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.მისი „სანტანდერი“ „რედლაინს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 94:98 დამარცხდა. წაგების მიუხედავად ქართველი კალათბურთელი ტურის MVP-ად აღიარეს. მან 23 წუთში 25 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.„სანტანდერს“ 9 მოგება, 12 წაგება აქვს და 14-გუნდიან დივიზიონში მე-11 ადგილზეა.რაც შეეხება გეგა წულაიას, იგი აქამდეც არაერთ მატჩში გამოირჩა: 21 ქულა ჩააგდო „ლას პიელაგოსთან“, 26 ქულა (11-დან 7 სამქულიანი) – „სოლარესთან“, 20 ქულა – „ტარიბაკოსთან“…

სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერ მოვისმინე, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე – იაგო...

ამ დრომდე დაყადაღებულია საქართველოში მოქმედი 5 ფონდის ანგარიშები. რაში დაიხარჯა ბოლო 4 თვეში, 2 მილიონ ლარზე მეტი - ფონდების ფინანსურ ტრანზაქციებს პროკურატურა სწავლობს."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში ჩართული ფონდებისა და მათი დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ოპოზიციის ნაწილს კი უკვირს იმ ფონდების დაყადაღება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსებოდა."თუ ხელისუფლებას ისე ეშინია პიროტექნიკასა და ნიღბების, რომ ამის გამო ფონდებს აყადაღებს, ეს ცალკე კლინიკური შემთხვევაა უკვე ხელისუფლების. მაგრამ მე, მეორეს მხრივ, რაც სულ მაინტერესებდა და პასუხი ვერასოდეს ვერ მოვისმინე, იყო, რომ, როგორ შეიძლება ხალხს ფული შეაგროვებინო ხელისუფლების ჯარიმების გადასახდელად, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად შეივსოს გაჭირვებული, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე", - აღნიშნა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მეგობრულად ვიქნებით როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მეგობრული ურთიერთობები ექნება როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

“წვიმა, ქარი, თოვლი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში +11 წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +9 - წვიმასოხუმი +10 - წვიმაზუგდიდი +9 - წვიმამესტია +4 - თოვლიფოთი +10 - წვიმაბათუმი +10 - წვიმაოზურგეთი +9 - წვიმაქუთაისი +9 - წვიმაამბროლაური +7 - წვიმაახალციხე +6 - წვიმაბორჯომი +2 - თოვლიბაკურიანი 0 - თოვლიგორი +8 - წვიმაცხინვალი +6 - თოვლისტეფანწმინდა +4 - თოვლიგუდაური 0 - თოვლითელავი +14 - წვიმარუსთავი +13 - წვიმათბილისი +11 - წვიმა

ბოლო სიახლეები