ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს – 35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ – დღეს შენი დაბადების დღეა – გავიმარჯვებთ

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ… თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ! , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

“ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი.

ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე – თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში.

დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი…

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს.

დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად!

შენი ძმა, მამუკა!”, – წერს ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„კასრებში 24 ადამიანის ცხედარი იპოვეს…“ – უნგრელი ვამპირის ისტორიის დეტალები

1900-იანი წლების დასაწყისში, ბელა კიშის სახელით ცნობილი ადამიანი უნგრულ სოფელ ჩინკოტაში წარმატებული სახელოსნოს მფლობელი იყო, მასზე, გარდა იმისა, რომ ქალები უყვარდა და წვეულებებს მართავდა, არავინ არაფერი იცოდა.უამრავი სერიული მკვლელი ასახიჩრებს მსხვერპლთა ცხედრებს, მაგრამ ცოტა მათგანი ბილწავდა გვამებს ისე, როგორც ამას ბელა კიში აკეთებდა, რომელიც წლების განმავლობაში, უნგრეთში სასტიკ მკვლელობებს ჩადიოდა.ის 1877 წელს, უნგრეთში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. 23 წლის ასაკში ის ქალაქ ჩინკოტაში თუნუქის ბიზნესს აწარმოებდა და პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი და დაინტერესებული იყო ასტროლოგიითა და ოკულტიზმით.1903 წლისთვის, კისმა საზარელი დანაშაულების ჩადენა დაიწყო. ის ლოკალურ გაზეთებში "ჰოფმანის" ფსევდონიმით რეკლამებს ათავსებდა, სადაც აცხადებდა, რომ მარტოხელა ქვრივი გახლდათ და მეუღლეს ეძებდა. მოგვიანებით კი ქალებს არწმუნებდა, რომ მისთვის ბინა და ქონება გადაეცათ.1912 წელს კიში 15 წლით უმცროს გოგონაზე, ვინმე მარიაზე დაქორწინდა, რომელმაც მალევე დაიწყო რომანი ახალგაზრდა მხატვარ ბიკართან. ისინი მალევე გახდნენ მკვლელის პირველი მსხვერპლები. ბელა ცდილობდა მათი გაუჩინარება იმით აეხსნა, რომ მარი ბიკართან ერთად ამერიკაში გაიქცა, თუმცა, სინამდვილეში კაცმა ორივე მათგანი დაახრჩო.პირველი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მან მარტოხელა ქალებთან მიმოწერა გააგრძელა. ამჯერად, ის ფულის გამოძალვის შემდეგ, მათ სახლში იტყუებდა და თოკით ან შიშველი ხელებით ახრჩობდა.კაცი მსხვერპლების ცხედრებს უცნაური უცნაური გზებით ინახავდა. კერძოდ, ის სხეულებს მეთანოლით სავსე ფოლადის კასრში დებდა. ასევე ხშირად უჭრიდა ცხედარს კისერს, რის გამოც მას ჩინკოტას ვამპირიც კი უწოდეს.1914 წელს კიში ავსტრია-უნგრეთის ჯარში გაიწვიეს, რის შემდეგაც პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაემგზავრა. მან სახლი ხანდაზმულ დიასახლისს დაუტოვა, რომელიც წლების წინ დაიქირავა. კიშის წასვლიდან ორი წლის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ის ბრძოლის დროს მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ჭორების გამო, მისმა დიასახლისმა სახლის გასუფთავება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ კაცი ფოლადის კასრებში 24 ადამიანის ცხედარი.საქმეში პოლიციაც ჩაერთო და კიშის ძებნა დაიწყო. მან პოლიციისგან თავის დაღწევა არაერთხელ მოახერხა. მომდევნო წლებში არაერთი ადამიანი ამტკიცებდა რომ კაცი რუმინეთსა და თურქეთში ნახეს. ბოლოს ის 1932 წელს, ნიუ-იორკში შეამჩნიეს.უნგრელი ვამპირის დაჭერა პოლიციამ ვერ შეძლო, მისი ცხოვრების შესახებ დაზუსტებული ცნობები დღემდე არ არსებობს.

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 83 ქულის სხვაობით, 113:30 მოუგეს.საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის A ჯგუფში გამოსვლა ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა.გიბრალტართან მატჩში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ანა მესტუმრიშვილი იყო, ხოლო ეკატერინე ქართველიშვილმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.ქართველი კალათბურთელები ტურნირზე 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან. მომდევნო მატჩს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 12 ივლისს ჩაატარებს, მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გედევან ფოფხაძე – უნდა ვიყოთ შეუპოვარი, რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად და შეჭამს საკუთარ თავს

„ქართულ ოცნებას“ არჩევნები უკვე გაყალბებული აქვს და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით დისკომფორტი არ ექმნება.როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ივანიშვილს დისკომფორტი მხოლოდ იმის თაობაზე ექმნება, რომ შვეიცარიაში ფულს არ უბრუნებენ.„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში შესვლით „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი შეექმნება, ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება, ჩვენ ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არანაირი დისკომფორტი ამით არ ექმნებათ, მათ დაკარგული აქვთ მორალური ფაქტორი, რომელიც დისკომფორტს უნდა იწვევდეს და იმის იქით, ისინი ტექნიკურად ძალიან მარტივად დაალაგებენ. მათ არჩევნები უკვე გაყალბებული აქვთ და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება.ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა იმ გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის მუშაობაში. იქაც შეგვეძლო დისკომფორტი შეგვექმნა, შევსულიყავით და არ მიგვეცა მათთვის იმის საშუალება, რომ უკანონობები ეკეთებინათ. უარი ვთქვით დაფინანსებაზე, უარი ვთქვით მათთან თანამშრომლობის პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად შევყვებით რაიმე პროცესში, მით უფრო გაძლიერდებიან ესენი.ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტი მარტო იმის გამო აქვს, რომ შვეიცარიაში მას ფულს არ უბრუნებენ დისკომფორტი იმის გამო, რომ ჩვენ არჩევნებში შევალთ, მას არ ექნება. ჩვენ ბოიკოტი გამოვუხადეთ უკანონო პარლამენტს, ეს ბოიკოტის პროცესი ხომ დაწყებული გვაქვს, ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა და არ ვცნობთ ამ პარლამენტს, ჩვენ ვთქვით, რომ ყველაფერი, რაც მოდის აქედან, ეს არის შხამიანი ხის პროდუქტი და ამ პროდუქტს არ მივიღებთ, ეს არის ბოიკოტის პრინციპი.როგორ შეიძლება, იმ პარლამენტმა, რომელიც კანონებს იღებს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რომელმაც შექმნა ინკვიზიცია და საგამოძიებო კომისია დაარქვა, როგორ შეიძლება, რომ იმ პარლამენტმა, რომელიც ამ ყველაფერს ამკვიდრებს ქვეყანაში, მე ნორმალური, ჯანსაღი არჩევნები ჩამიტაროს?“ , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.გადაცემაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დებატებში მყოფმა სოფო ხორგუანმა, რომელიც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს, ფოფხაძეს ჰკითხა, თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რა გზით დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რევოლუციას თუ მოახდენს, რაზეც ფოფხაძემ უპასუხა, რომ თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება, რადგან, მისი თქმით, „რევოლუციას ახდენს რეჟიმი და არა ოპოზიცია“.„რევოლუციას არ ახდენს ოპოზიცია, რევოლუციას ახდენს რეჟიმი. რევოლუცია მოაწყო ლუდოვიკომ საფრანგეთში და ნიკოლოზ მეორემ რუსეთში, მე არ ვახდენ რევოლუციას, მე ვიცავ პრინციპს, მე ვიცავ პოზიციას, რომელიც მგონია, რომ სწორია და თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება და არა ჩემი.მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეუპოვარი სწორედო ამ საკითხში - არაღიარება, არა ლეგიტიმაცია და რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად, ის შეჭამს თავის თავს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს. კომისიამ შედეგად უნდა გააანალიზოს მიღებული ზომები მომავალი პანდემებისთვის უკეთ მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა The Zeit-ი ავრცელებს.კომისიის შემადგენობაში ბუნდესტაგის 14 დეპუტატი და 14 ექსპერტი შევა. საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა დ ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, „მწვანეებმა“ და „მემარცხენე პარტიამ“. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცეს ხმა ან თავი შეიკავეს.კომიტეტის თავმჯოდმარე „ქრისტიან-დემოკრტაიული კავშირის“ წევრი ფრანცისკა ჰოპერმანი იქნება. კომისიამ საბოლოო ანგარიში დაახლოებით ორ წელში უნდა წარადგინოს.კომისიის შექმნის შესახებ წინადადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიამ მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვნება და კულტურა, ასევე სახელმწიფო და ეკონომიკა ისტორიული მნიშვნელობის პრობლემების წინაშე დააყენა და მას ჰქონდა ღრმა შედეგი. ამიტომ ამ პერიოდისა და პანდემიის დროს სახელწმიფოსა და საზოგადოების მიერ  მიღებული გადაწყვეტიულებების სამეცნიერო ანალიზი უკიდურესად მნიშვნელოვანია. კომიტეტის ამოცანებს შორისაა მთავრობის მიერ მიღებული ზომების შეფასება.

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ სტატუსს, სადაც რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოხსენიებისთვის რასა იუკნევიჩიენესა და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.„პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები