ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

მამუკა მდინარაძე – წინა ხელისუფლებამ მტკიცებულებებთან მიმართებაში არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგა, 2012 წლის შემდეგ გაწეულმა შრომამ კი, მოიტანა ჰააგაში საქართველოს გამარჯვება

მინდა, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია, ველოდით, ქრთულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი, საერთაშორისო სასამართლოში მოიგო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ქართულმა სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით,  მეცადინეობით, შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო.

„ქვეყანაში გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებისგან. ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ 16/33 რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით, დიდი მეცადინეობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო.

დღეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, მაშინ, როდესაც პროკურორმა ჰააგის სასამართლოში დახურა გამოძიება, ბრალდებულები და ეჭვმიტანილები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებისგანაც საბედნიეროდ, არც ერთი არ წამოადგენს ქართულ სახელმწიფოს, ერთი არის რუსი ეროვნების გენერალი და სამი ოსი ეროვნების.

მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს, რომ ქრთულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი, საერთაშორისო სასამართლოში მოიგო. ეს არის მისალოცი ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის.

რაც შეეხება იმას, ვინ შეიტანა წვლილი ამაში – მე შემთხვევით არ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვითომდა ებრძოდნენ რუსეთს, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ რუსული საქმე ეკეთებინათ. რეზოლუცია არ მიხსენებია შემთხვევით, როდესაც რეზოლუციაში ქართული მხარე და საკუთარი სამხედროები ჩვენი დელეგაციის მიერ დადანაშაულებული იქნა სამხედრო მოქმედებების დაწყებაში და იგივე რეზოლუციის შემდეგ პუნქტში რუსეთის შეტევა მაშინ იქნა მოხსენიებული საპასუხო შეტევად.

რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოსთვის მტრული ხელისუფლების მიერ დამალული იქნა „ისკანდერის“ ნაწილები. რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების დიდი მეცადინეობა, „ისკანდერის“ ნაწილები ნანახი ვერ იქნებოდა, რომ არ თეა წულუკიანით დაწყებული, რატი ბრეგაძით და იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლით გაგრძელებული, მათი უშუალო დიდი ღვაწლი ამ საქმეში, რომ არა შსს-ს, პროკურატურის დიდი მუშაობა, ჩვენ ამ შედეგეს ვერ მივაღწევდით, რადგან არც ერთი ნაბიჯი რეალური, რეალურ მტკიცებულებებთან მიმართებაში გადადგმული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ  2012 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების შრომამ მოიტანა შედეგი, რასაც საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ჰქვია. ეს არის მისალოცი ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო  ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სერგეი ლავროვი – ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია

ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შემდეგ ზელენსკის მისმა უფროსმა ამხანაგებმა აუხსნეს, რომ არ შეიძლება ასე სულელურად მოქცევა და საჭიროა მოლაპარაკებები.ლავროვმა სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინტრიგული უწოდა.„რა თქმა უნდა, ყველა უკრაინაზე საუბრობს ინტრიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სტამბოლში, სიტყვასიტყვით ამ საათებსა და წუთებში ვითარდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება.

როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო, ეს “არაკორუმპირებული” ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი – მამა და შვილები...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს."როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. თავისმა თანამშრომლებმა გამოაგდეს. კარები აუჭედეს და რის გამო?!- გამოძიებასა და მის სამსახურს შორის წილების გაყოფაზე. ეს "არაკორუმპირებული" ახალაია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიწერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ სიებით. ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები, ერთი ოჯახი," - განაცხადა დავით ქანთარიამ.

„წვიმა, ნალექი, სეტყვა…“ – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

15 მაისს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმა იქნება. +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებაზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შანსი არ არის

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

ბოლო სიახლეები