კვირა, ივლისი 12, 2026

მამუკა მდინარაძე: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ერთი, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით

განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასა და ამავე დროს ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„შანტაჟი გვახსოვს ბიძინა ივანიშვილზეც, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. ჩვენ პირდაპირი მოწოდებები გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ბოლოს საითაც არ უნდა ვიაროთ, რა ლოგიკაც არ უნდა განვავითაროთ, რაც უნდა მოვყვეთ ან ვერ მოვყვეთ, მაინც იქით მივდივართ – საქართველოს მადლობას ეტყვიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვება ომში და გაწირავს თავს გლობალური მიზნებისთვის.

დიდმა ქვეყნებმა შეიძლება იბრძოლონ და შესაძლოა, დიდი მსხვერპლი გაიღონ, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადარჩნენ და ამ დიდ საოკუპაციო ომში, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ნატოს გაფართოების, ერთად ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო ვერ, არ ჩაერთვება, რადგან გარდა ადამიანური მსხვერპლისა, შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო. ჩვენ ამას არ და ვერ გავრისკავთ და ეს მშვიდობა არის ძნელად გადასატანი, რადგან ომის გარდა, ზუსტად ვიცით, არაფერს დაგვიფასებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.

„სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ შენ გაკისრია მისია – ამ გლობალურ კონტექსტში ფიზიკურად გადარჩე და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად, მეორე ნაწილი არ გახდე და ომში არ ჩაგითრიონ. ამავდროულად უზრუნველყო, რომ გზა იყოს ევროპული, რაც არ უნდა სპეკულაციური მესიჯები, შანტაჟი, პროვოკაციები იყოს, ევროპის გზაზე იარო. ამავდროულად, ეს გზა თავსებადი გახადო მთავარ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ტერიტორიების დეოკუპაცია. მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ ეს ხალხი და ტერიტორიები. ჩვენი მესიჯი, რაც უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს ერთი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით. არასდროს! ამ სიტყვას არასდროს უნდა გადავიდეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ეს ადამიანები, ტერიტორიები, უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში ჰენრი სეხუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.მერაბ დვალიშვილი და ჰერნი სეხუდო აქამდე ერთხელ ერთმანეთს UFC-ში შეხვდნენ და ის ბრძოლაც დვალიშვილმა მოიგო.აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მოიგეს.

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში კონორ ბიბის მოუგო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თბილისში, ორგანიზაცია RAF-ის მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად, 11:0 დაამარცხა.2016 წლის რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა თავის მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა, უკანასკნელი ქულა კი მესამე პერიოდის მიწურულს აიღო.ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის RAF-ში ეს მესამე შეხვედრა იყო – მან აქამდე ერთხელ მოიგო და ერთხელ დამარცხდა.თბილისში ამერიკული ორგანიზაციის ღონისძიების ეგიდით დღეს გენო პეტრიაშვილმა და გივი მაჭარაშვილმაც მოიგეს. ხალიჩაზე ვიხილავთ ვლადიმერ გამყრელიძეს და მერაბ დვალიშვილს.

ბოლო სიახლეები