შაბათი, თებერვალი 14, 2026

მამუკა მდინარაძე – შევეცდებით, დავასახელოთ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

შევეცდებით, დავასახელოთ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ბევრი კანდიდატის შესახებ ჰქონდათ მსჯელობა.

„შევეცდებით, სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. პრეზიდენტის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება, შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შევეცდებით, თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროვებულ ვადებშიც ვისაუბროთ პრეზიდენტობის კანდიდატზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს

დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.პრემიერის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ აქვთ არცერთი არგუმენტი.„პირველი გამოსვლა – ნული არგუმენტი, მეორე გამოსვლა – ნული არგუმენტი. რეფორმასთან და რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, ამოცანებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ ინსტიტუციური ცვლილებები არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი და თვითმიზანი, რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ კონცეფცია როდესაც წარვადგინეთ, იქ განვსაზღვრეთ სწორედ შვიდი ამოცანა. ამ ამოცანებიდან გამომდინარეობს ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც შემდეგ არის ასახული, მათ შორის, იქ არის ინსტიტუციური ცვლილებები, ინფრასტრუქტურა, საკადრო საკითხები და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეა და სწორედ ამიტომ ამ სტრუქტურით არის განსაზღვრული ჩვენი კონცეფცია. შვიდი გამოწვევა – შვიდი ამოცანა, მაგრამ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას არც ილიას უნივერსიტეტში, არც თსუ-ში, არც ტექნიკურ და არც სხვა უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები. ამ ხნის განმავლობაში ვისმენ გამოსვლებს სოციალურ მედიაში, მედიაში, იქაც ნული არგუმენტი. თან საუბარია აკადემიურ საზოგადოებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ გვესმის არცერთი არგუმენტი, როგორც დღეს. ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი არ მოსწონთ, მაგრამ ორი გამოსვლა – ნული არგუმენტი მოსწონთ – არ არის ეს ჯანსაღი მიდგომა დისკუსიისადმი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – უმაღლესი განათლების სისტემაში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებმა მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში შეძლონ მაღალი დონის უმაღლესი განათლების მიღება.„რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება. რეფორმის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი აზრით, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას. დღეს ეს არ არის უზრუნველყოფილი ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის და გვინდა, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ. ამას არ ეყოფა პროცესების ისე განვითარება, მდორედ, როგორც ეს აქამდე ვითარდებოდა, ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. როდესაც წარვადგინეთ რეფორმის კონცეფცია, დავიწყეთ ეს ყველაფერი ერთგვარი აღიარებითი ჩვენებით და ვთქვით, რომ თუკი სადმე არ გვქონდა ხელშესახები შედეგები, ჩვენს ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეს იყო განათლების სისტემაში, სადაც რაიმე არსებითი, გარდამტეხი ცვლილება არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, განათლების დაფინანსების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, იყო მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები, მაგრამ რასაც გარდამტეხი ცვლილება ჰქვია, ასეთი არ განხორციელებულა. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი – არსებითი ცვლილება შევიტანოთ სისტემაში. ამისათვის დავიწყეთ მუშაობა, განისაზღვრა შვიდი გამოწვევა. ჩვენ თავიდანვე ვთხოვეთ ყველას – ოპონენტებს, არაოპონენტებს, რომ დაეპირისპირებინათ არგუმენტები თითოეული ამ გამოწვევის მიმართ. იქნებ ჩვენ ვცდებით და რომელიმე ეს გამოწვევა არ არის აქტუალური და რელევანტური. შემდეგ, თითოეული ამ გამოწვევის შესაბამისად, განისაზღვრა შვიდი ამოცანა, თითოეულზე საპასუხოდ. აქაც კითხვა დავსვით, იქნებ ჩვენი მიდგომაა არასწორი და გვითხარით. თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ გარდამტეხი ცვლილება გვჭირდება, მაშინ თქვენ შემოგვთავაზეთ, რას გააკეთებდით ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რაზეც რაიმე საგნობრივი დისკუსია საზოგადოებაში არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში, მე აქ არგუმენტები ვერ მოვისმინე.რაც შეეხება პროცესს და რამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის სათავეებთან იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, სხვა დიდი მოაზროვნეები და მათ შექმნეს ის სისტემა, რომელიც დღემდე მოვიდა. თავისი სირთულეები და პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდს, შემდეგ იყო 90-იანი წლები, იყო ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და სხვა ტიპის კრიზისები, რამაც ძალიან დიდი, მძიმე კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას, რაც ყველას მოგეხსენებათ. ამის შემდეგ იყო 2004-2012 წლები, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა თსუ“, – განაცხადა პრემიერმა.

„როიტერი“ – აშშ-ს, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გადაჰყავს

აშშ-ს, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გადაჰყავს, – ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროს ინფორმაციით, პენტაგონს შეერთებული შტატების უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ კარიბის ზღვის აუზიდან ახლო აღმოსავლეთში გადაჰყავს.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიემართება მეორე ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.„იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება… თუ დაგვჭირდება, მზად გვექნება“, – განაცხადა მან.„როიტერის“ ცნობით, „ჯერალდ რ. ფორდს“, რომლის ბორტზეც ბირთვული რეაქტორია განთავსებული, 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავის განთავსება შეუძლია, მათ შორის ისეთი გამანადგურებლების, როგორიცაა F-18 Super Hornet-ის გამანადგურებლები და E-2 Hawkeye, რომლებიც ადრეული გაფრთხილების სისტემით არიან აღჭურვილები.ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი” სპარსეთის ყურეში იანვრის ბოლოდან იმყოფება.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

14 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში და მის შემოგარენში.ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +20 გრადუსი ოზურგეთში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა 0 გრადუსი გუდაურში იქნება.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +16 გრადუსი,ზუგდიდი +17 გრადუსი,მესტია +7 გრადუსი,ფოთი +19 გრადუსი,ბათუმი +18 გრადუსი,ოზურგეთი +20 გრადუსი,ქუთაისი +17 გრადუსი,ბორჯომი +5 გრადუსი,ბაკურიანი +5 გრადუსი,ცხინვალი +11 გრადუსი,გორი +12 გრადუსი,გუდაური 0  გრადუსი,თელავი +12 გრადუსი,რუსთავი +14 გრადუსი,თბილისი +12 გრადუსი.

ნიკოლ ფაშინიანი – ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთანავე გაფორმდება, კონკრეტული ვადები არ არსებობს

სომხეთი ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.„შეთანხმებას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთავნავე მოეწერება ხელი. კონკრეტული ვადები არ არსებობს, გაზაფხული თუ შემოდგომა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.მანამდე სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხალილ შირგოლამიმ განაცხადა, რომ წელს, თეირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს ირანსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ყოვლისმომცველი დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება.

ბოლო სიახლეები