სამშაბათი, მაისი 19, 2026

მამუკა მდინარაძე: ტატუნაშვილის რეზოლუციას შემდეგ სასესიო კვირაში მივიღებთ

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს პარლამენტში კონსულტაციები არ შედგა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსულტაციების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

“კვირის ბოლომდე გავაგრძელებთ კონსულტაციებს. რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერებიდან გამომდინარე მკაცრი, ასევე სამათლებრივად გამართული იქნება. ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ მომდევნო სასესიო კვირაში. მნიშვნელბა აქვს თითოეულ სიტყვას. აქედან გამონდინარე პროცესი გაგრძელდება” განაცხადა მამუკა მდინარაძემ

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

  • არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: საქართველოდან ჩინურ ბაზარზე ექსპორტი ძალიან გაიზარდა. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ბუნებრივია, ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი

იყო ლაპარაკი იმაზე, როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.მისი თქმით, მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.„ლაპარაკი იყო ბუნებრივია პოლიტიკური მდგენელზეც, რაც გამოიხატება საქართველოს მიმართ ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაში და ჩინეთთან დაკავშირებით 1 ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერაში ჩვენი მხრიდან. მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობის დინამიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ჩინურ ბაზარზე. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ბუნებრივია ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საუბარი ასევე იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რაშიც ჩინეთი არის ძალიან წარმატებული; ეს ეხება მაღალ ტექნოლოგიებს, ციფრულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნა სუბარმა.ჩინეთში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ქართველი კანონმდებლები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც შალვა პაპუაშვილი მოხსენებით გამოვიდა და საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ილაპარაკა. დღეს ქართული დელეგაცია ქალაქ სიანში გაემგზავრება.

კახა კალაძე – გვახსოვს უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით, ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, როგორ წარიმართა პროცესები, ვინმეს მოუსმენია, დაეგმოთ ძალის გადამეტება? ეს არის ორმაგი სტანდარტი

დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, არავის დაუგმია დანიაში ძალის გადამეტება. კახა კალაძის შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.„გვახსოვს მათი განცხადებები და პირდაპირი უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, როგორ წარიმართა პროცესები, მაგრამ დღემდე ვინმეს თუ მოუსმენია მათი განცხადება ან დაეგმოთ ის კონკრეტული ქმედებები და ძალის გადამეტება? ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ზუსტად ამ ტიპის ფაქტები პირდაპირ აჩენს მოსაზრებას, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. გავიხსენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა გამოხმაურება ჰქონდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ მოვლენებზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ვხედავდით, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, არამედ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებდნენ, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. ეს ყველაფერი წახალისებული იყო იმ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ვიცით, რა არის ამ ინტერესის მთავარი საგანი და რაში სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილში პრემიერი კითხვით მიმართავს ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: „როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?“

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება. საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს. ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ. სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში.

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ირანელი პარლამენტარი – ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება ირანის მფლობელობასა და მართვაში

ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება თეირანის მფლობელობასა და მართვაში, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს.სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტია.ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, სადაც ირანი, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, აშშ-ისგან სანქციების მოხსნასა და ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითხოვს.ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის. ამ დროისათვის ენერგორესურსებით დატვირთული გემების უმეტესობა სრუტეში გავლას ვერ ახერხებს.

ბოლო სიახლეები