ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

მამუკა მდინარაძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან, ასეთი ხალხი არ მივიღოთ, თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ საქართველოში?

200,000 არ არის სწორი. ჯერ არ გამიგია, თქვენგან მესმის, მაგრამ 100,000-ზე მეტი ჩამოვიდა და დარჩა, რუსეთის მოქალაქეო, ამას ლაპარაკობენ. ახლა, ნახეთ, მათი პიარი ვამხილოთ, მავნებლური საკუთარი სახელმწიფოს და სამშობლოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შემოსული ადამიანებიდან რამდენია ეთნიკურად ქართველი, ამის სტატისტიკის დათვლა რთულია, თუმცა შემოსული პირების უმრავლესობა რომ ეთნიკურად ქართველია, ეს ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან.

,,100,000-ზე მეტი ადამიანი დარჩა, ამბობენ, რუსეთის მოქალაქე. დიახ, ეს ასეა. მაგრამ რუსეთის მოქალაქეებიდან, მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველი, სომეხი, ან აზერბაიჯანელია და ა.შ. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვიცით და თქვენც ალბათ იცით ყველამ, რომ ძალიან დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი. ადამიანებზეა აქ საუბარი, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ საქართველოში და აქ არიან, შეიძლება, დაბადებულები და გაზრდილები, თუმცა მათ დღეს აქვთ რუსეთი მოქალაქეობა. მილიონამდე ადამიანი რომ იყო რუსეთში, ეს დაახლოებითი რიცხვია, ზუსტი ციფრი არავინ იცის. 800,000 სახელდება. კიდევ 800,000 ქართველი რომ ჩამოვიდეს, თუმცა რუსეთის მოქალაქე, ეს ადამიანები არ მივიღოთ? მათი ლოგიკით არ უნდა მივიღოთ. იქ სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გამოექცევიან. აშშ-ს პრეზიდენტმაც კი გააკეთა მოწოდება, რომ თუ თავს დააღწევდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მიიღებს მათ შტატები. ასეთი ხალხი არ მივიღოთ, თან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომლებსაც ოჯახები ყავთ საქართველოში? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.„ყველას კარგად ემახსოვრება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ტრამვაის დაბრუნების შესახებ. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა დადიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას დასამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ე.წ.Design-Build მეთოდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოსმოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების პირობებში ცხრა მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი, ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი

წინა ხელისუფლების პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში შევა მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.„პირველ რიგში, მარიამ ქვრივიშვილს მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6,5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან. წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის დროს, 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მშპ-ს განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მარიამ ქვრივიშვილს კიდევ ერთხელ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში“, – განაცხადა პრემიერმა. 

შალვა პაპუაშვილი – უცხოურმა გეგმამ კიდევ ერთხელ იწვნია მარცხი, ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტები ემსახურება გეგმის გადალაგებას, რომ კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უცხოურ დაკვეთას ასრულებს და საზღვარგარეთ მათი ვიზიტები ემსახურება მითითებების მიღებას.პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხი არ აინტერესებს.„არანაირი თნხის დახარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება. ისინი ასრულებენ უცხოურ დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში მითითებების მისაღებად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვაკვირდებით ზუსტად ამას, რომ ცალ ფეხზე მდგომი ენჯეოშნიკები და ოპოზიციონერები თავიანთ ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ, ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი არიან იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ, ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ემსახურება ზუსტად იმას, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება. ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე, კონსპირაციულად, ისე, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან და რაზე საუბრობენ, კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა.„მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთადერთ რამეს, რომ შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დანია აცხადებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს

ევროკავშირი შეთანხმდა სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„დღეს კარგი დღეა ევროპისა და უკრაინისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი სლოვაკეთის მიერ ვეტოს მოხსნის შემდეგ დაამტკიცა.

ბოლო სიახლეები