ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025

მამუკა მდინარაძე- სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ თავისი ჩამოსვლით და გააქტიურებით “გვაშინებს”

მიშა ჩამოსვლით ნურავის გვაშინებს, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციალური დაწესებულებები ელოდებიან. ასეთი კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.

„ჩამოვიდეს, დავხვდებით. თუ ამ თემაზე სერიოზულად ვისაუბრებთ, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება ავიწყდება, რაც ჩვენს ქვეყანას მაშინდელმა ხელისუფლებამ თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება და თავისი ჩამოსვლით,  გააქტიურებით “გვაშინებს”.  მინდა,  კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და იმ
ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომლის საქართველოში შემოსვლა სიგნალია სხვა ინვესტორებისთვის, მის შემოსვლას გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება

Emaar/Eagle Hills-ი არის ე.წმ დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ Emaar-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც.„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნესწარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – კომპანიას, რომელიც დუბაის სასწაულის შემოქმედია, მძიმე ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას

კომპანიას, რომელიც დუბაის სასწაულის შემოქმედია, მძიმე ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძემ არაბულ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა, კომპანია მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.„ემაარი“, „იგლ ჰილსი“ არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი. სწორედ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზარდა რამდენჯერმე დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. ასეთ კომპანიას რეპუტაციას უწუნებენ ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია. როცა გაივლით დუბაის ცენტრში ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80 პროცენტი, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯხალიფა. გასაგებია, როგორიცაა ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია. თუმცა, აქაც ახერხებენ ოპონენტები, რომ რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია „იგლ ჰილსს“ და „ემაარს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კუპრაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსმენას ეხმაურება.კუპრაძის თქმით, კობახიძემ პლენარულ სესიაზე „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.„საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პროპაგანდისტულ შოუს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ანტი „ქართული ოცნების” და ივანიშვილის სუბიექტურ, კერძო ინტერესებს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ინტერპელაციის წესით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი კობახიძის დაბარება, ივანიშვილისთვის და თავად კობახიძისთვის ემსახურება იმას, რომ საქართველოს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა არალეგიტიმურმა პრემიერმა პროპაგანდისტულად გამოიყენოს. რისთვის? იმისთვის, რომ არაბულ პროექტებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ცადოს და პროპაგანდით გააყრუოს, დააბინძუროს საქართველოს მოქალაქეების გონება.ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ თვეების განმავლობაში, ანტიქართული ოცნება და ივანიშვილი ცდილობენ, ეს პროექტი ეროვნული ინტერესების ღალატის ნაცვლად, როგორც მნიშვნელოვანი პროექტი, ისე შემოასაღოს. სინამდვილეში კი, პროექტი საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ლახავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საქართველოს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ანტიქართული და ანტიეროვნული „ოცნება“ აპირებს 9 მილიონი კვადრატული მეტრის, საუკეთესო ტერიტორიების არაბული კომპანიისთვის გადაცემას. ამ ყველაფერს ინვესტიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის საქართველოს სიმდიდრის გაცემა, ყოველგვარი რაციონალური არგუმენტაციისა და ყოველგვარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ვნახავთ, რომ ირაკლი კობახიძე არცერთ კრიტიკულ შეკითხვას პასუხს არ გასცემს და 15 შეკითხვა, რომელიც ინტერპელაციის პროცესზეა რეგისტრირებული, ანტიქართული „ოცნების“ წევრების მხრიდან იქნება დასმული ისე, რომ ეს კობახიძეს მისცემს შესაძლებლობას, კითხვებს პროპაგანდისტული გზავნილებით უპასუხოს.პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას:სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ გაასაიდუმლოა. ეს ეხება არაბული კომპანიისთვის ქართული მიწის 9 მილიონი კვადრატული მეტრის გადაცემას, კონკრეტული პირობების გარეშე. ეს ხელსეკრულება არ იძლევა სანდოობას. არ ვიცით, დარღვეულია თუ არა საქღთველოს მოქალაქეების შრომითი უფლებები, შრომითი ინტერესები, მათი დასაქმების შესაძლებლობა. რა ტიპის გარემოსდაცვითი რეგულაციები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს ამ კერძო საკუთრების გასხვისება და ასე შემდეგ. არსებობს უამრავი შეკითხვა; რატომ არ ჩატარდა აუქციონი საჯაროდ, მაშინ, როდესაც საქართველოში ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ჩატარებულია აუქციონი და სხვადასხვა კომპანიისთვის შეთავაზება საჯაროდ არის გაკეთებული. რატომ არ მიეცა მსგავს მნიშვნელოვან პროექტში, თუნდაც ქართულ კომპანიებს მონაწილეობის შესაზლებლობა? რატომ დაუთმო ივანიშვილმა და კობახიძემ უპირობოდ არაბულ უცხოურ კომპანიას 9 მილიონი კვადრატული მეტრის საუკეთესო ტერიტორია თბილისში ტყე-პარკში, რომელიც მცხეთის ტოლა ტერიტორიაა და ბათუმში, გონიოს სანაპირო ერთ- ერთი საუკეთესო ტერიტორია, რომელიც სიღნაღის ზომის ქალაქს წარმოადგენს?;სად არის ის 1.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ინვესტიციის სახით უნდა იყოს ასახული რომელიმე ანგარიშში ან რაიმე თანამონაწილეობის სახით. ეს არის ის 2/3, რა წილიც არაბულმა კომპანიამ მიიღო. საქართველოს სახელმწიფო აპირებს, ეს 1/3 კომპანიის საკუთრების სახით ჩადოს მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული მიწა, მაგრამ სად არის 1, 2 მილიარდი დოლარი, რომელიც არაბულმა კომპანიამ უნდა ჩადოს. ის არ არსებობს;როგორ ხდება ისე, რომ არ არსებობს განაშენიანების გეგმა? არ არსებობს, სამშენებლო ნებართვის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება, გარემოს დაცვის რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებები და პარალელურად, დაწყებულია გაყიდვები არსებული ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის პროცესში.აქ გვაქვს შეხება კიდევ ერთ აფიორასთან, სადაც არაბული კომპანია 1,2 მილიარდი დოლარის ჩადების ნაცვლად, ისევ წინასწარი გაყიდვებით, ისევ საქართველოს მოქალაქეების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გავლით ცდილობს, არარსებული ინვესტიცია თავის ბენეფიტად აქციოს. ეს არის ტყუილი, რაშიც ივანიშვილი და კობახიძე, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ამყოფებს. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, გასაჯაროვდეს ის პირობები, რას მოაწერა ხელი ივანიშვილმა. იმ ხელისუფლების მხრიდან საუბარი, რომელთა თითოეული თანამდებობის პირი, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული აუდიტის სამსახურით, კორუფციაშია ბრალდებული, თითქოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არის დაცული, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. „ქართული ოცნება“, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული, ნდობას არ იმსახურებს, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტზე გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაში საქართველოს მოქალაქე ენდოს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„საქართველოს სიამაყე! უნიჭიერესი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი ხართ“ – ვახტანგ ტატიშვილი 84 წლის გახდა

მომღერალი და მსახიობი, ვახტანგ ტატიშვილი 84 წლის გახდა.მსახიობს, დაბადების დღეს უამრავი ადამიანი ულოცავს.,,საამაყო ადამიანი" ,,გილოცავთ დიდხანს ჰყავდეთ საქართველოს",,უნიჭიერესი ადამიანი" 

გურამ მაჭარაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე: ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას და რაც ყველაზე მთავარია – პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც...

ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას, რაც ყველაზე მთავარია - პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც გაახმოვანებენ დეპუტატები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, კითხვები უკავშირდება, როგორც განათლების სისტემის რეფორმას, ასევე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას.„განათლების რეფორმა იცით, რომ არის უმნიშვნელოვანესი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ კი რამე ქართული იყო და ქართული აზროვნების სასწავლი იყო ყველაფერი პრაქტიკულად არის განადგურებული განათლების სისტემაში. როგორც საუნივერსიტეტო, ასევე, სასკოლო სისტემაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის დიდი ინვესტიცია - 6.5 მილიარდი დოლარის საქართველოში. და ის „წუხილები“ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების და მისი პატრონების დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ასეთი დიდი ინვესტიცია რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს, რომელიც ისედაც ვითარდება მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით. ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციით ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო, რომელიც უფრო ძლიერად დაიცავს სუვერენიტეტს“, - განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.

ბოლო სიახლეები