ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

მამუკა მდინარაძე – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივი, მეორე მხრივ კი, დიდი გამოწვევაა, შევეცდები, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქვეყანას

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივია, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით – რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონების გაძლიერება ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გამოწვევასთან ერთად, ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რაიმე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ და მართლა იყოს ეფექტიანი.

ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში მე შევეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და გუნდის ლიდერების ნდობით ამ ყველაფერს შევძლებ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სუს-ის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ჩემს ახალ თანამშრომლებს, თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს, ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებ დაუღალავად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. კობახიძის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილი გახდა ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი

მსოფლიომ კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი დაკარგა - ტიმ კარი 2026 წლის 25 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად წარმომადგენელმა დაადასტურა, მოგვიანებით კი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სახლში 80 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძახება მიიღეს.რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ცნობილი. მსახიობის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონარული არტერიის დაავადება იყო.დოკუმენტში ასევე მითითებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის წარსულში გადატანილი ინსულტი და თირკმლის კიბო. არსებული ინფორმაციით, ამ მდგომარეობებისთვის მას ბოლო პერიოდში ქირურგიული ჩარევა არ ჩატარებია.2012 წელს მსახიობმა მძიმე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც სიარულის უნარი დაკარგა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამის შემდეგ ის საზოგადოებაში ბევრად უფრო იშვიათად ჩნდებოდა.2025 წელს, „The Rocky Horror Picture Show“-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საუბრისას, კარი თავადაც ამბობდა, რომ ინსულტის შემდეგ კვლავ ვერ დადიოდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის მუშაობას და საყვარელ პროექტებთან კავშირს მაინც აგრძელებდა.ტიმ კარის ბოლო პერიოდის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი - მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტიც ჰქონდა გამოქვეყნებული.მისი ბოლო Instagram პოსტი გარდაცვალებამდე დაახლოებით 12 დღით ადრე გამოჩნდა, რაც კიდევ უფრო მოულოდნელს ხდის მისი გარდაცვალების ამბავს თაყვანისმცემლებისთვის.მისი ცხოვრების ბოლო წლები ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ბრძოლას უკავშირდებოდა, თუმცა კარიერის დასასრულამდე მსახიობი ცდილობდა მუშაობას და თაყვანისმცემლებთან კავშირის შენარჩუნებას.

ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებზე – ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ – ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, - განაცხადა მერცმა.მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ბოლო სიახლეები