სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მოვუწოდებ, შემოვიდნენ, თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ

ოპოზიციას ამომრჩეველი არ აინტერესებს. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციიდან მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ დაწერენ.

„ჩემი აზრით, გამორიცხულია, მათ მანდატები დატოვონ. რეალურად, ახლა ეს ხალხი ეძებს გამოსავალს, დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებებს, ყველა მით უმეტეს არ დაწერს. მეორე დღეა, აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება, მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ. საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან. ვისაც ეტყვიან, დატოვეო, დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩითო, დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ. მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამ მიწისძვრამ, შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.

გიორგი ვაშაძე: გახარიასგან აბსურდული არგუმენტაცია მოვისმინეთ, თურმე პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას

დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ. პირდაპირ ვამბობ, იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააუქმოს სიები და საკუთარი მანდატები. ამიტომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან, "ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანრი ოხანაშვილი: „ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში   მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დამკვიდრდა თითოეული მსჯავრდებულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ა.შ. „სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა 2015 წელს მიიღო არასრულწლოვანთა კოდექსი, რომელმაც ახალ საფეხურზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 12 წლამდე დაწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასჯელის მოდიფიცირება ხდებოდა ჯარიმის ფორმით. ჯარიმას ბავშვი ვერ იხდიდა და, შესაბამისად, ეკისრებოდა მშობელს. ასეთი მიდგომები სრულად გადაიხედა და რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და აღდგენით მართლმსაჯულებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“,‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბოლო სიახლეები