ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე

“მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ წსელში წერს:

“დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე 😊

რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ

მაგრამ რა დაამშვიდებთ, – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე! 😉✌️🇬🇪💙”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის ელჩი – დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე – შედგა კონსტრუქციული საუბარი

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ შედგა კონსტრუქციული საუბარი.ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული.ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე.შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.რეალობა მარტივია:რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, - წერს ირანის ელჩი.

პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

,,თბილისში სამძიმრის წიგნი გაიხსნება''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს,,პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს. მოწვევა ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სურს გამოხატოს თანაგრძნობა და სოლიდარობა წარმოშობით ქართველი ირანელების მიმართ — იმ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ. თქვენი ჩანაწერები სამძიმრის წიგნში გახდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისტორიის ნაწილი — სამახსოვრო ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს სამიათასწლიანი ურთიერთობების ფარგლებში. ეს წიგნი, ქართველი ხალხის გზავნილებით, მომავალში გადაეცემა ფერეიდანის ისტორიულ მუზეუმს — იქ, სადაც ცხოვრობს ქართული წარმოშობის თემი. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ სოლიდარობასა და ადამიანურ თანადგომას საზღვრები არ გააჩნია-ნატქვამია ელჩის მიმართვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომის მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება.„სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა – ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოეებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან იცის ჩვენი, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა. ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია, უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და ჩვენი ქვეყნები უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა საქართველოს პოტენციალი, რომელიც აქვს შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული. საქართველო დღესაც ამ ფასეულობების ერთგულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები