ორშაბათი, მაისი 18, 2026

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, – წერს პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

ის ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ ფონდები, საიდანაც მათ მიერ დასახელებული თანხა შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს. მდინარაძის თქმით, ქართული ოპოზიცია იმდენად არაკომპეტენტური და ზედაპირულია, რომ ტყუილებსაც იტყუებიან, როგოც ეს 14 მილიარდის შემთხვევაში მოხდა.

“მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება – მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ…

უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა.

ყველაფერთან ერთად, ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ტყუილებსაც იტყუებიან.” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა

რუსეთის მიერ დნიპროსა და რეგიონის ტერიტორიაზე ღამით განხორციელებული შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, დაზიანდა სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, თავდასხმა ასევე მიმართული იყო ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ მთელი რეგიონის მასშტაბით.ზელენსკის განცხადებით, დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზეც, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ჩინეთის საკუთრებაში არსებულ გემს დაარტყა.„არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა“, - აცხადებს ზელენსკი.მისი თქმით, რუსეთი ადამიანებზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს და სწორედ ამიტომ ევროპაში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მათგან საიმედო დაცვა.„ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, - წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანულ სამიტში, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, ბაქო მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.სამიტის ფარგლებში სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება

ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.„უმჯობესია მათ სწრაფად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება“, - აცხადებს ტრამპი.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - ქვეყნის სამხრეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიო-უჭოუს ოლქში იყო.სტიქიამ ცხრა საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, დაზიანებულია ათობით შენობა - ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ამ წუთებშიც, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ასობით მაშველი, მძიმე ტექნიკა და სპეციალური ძაღლები.მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.

ბოლო სიახლეები