საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელოვნურად შექმნილი კრიზისით თავად შეიყვანა ჩიხში საკუთარი პარტია.
„ნაცმოძრაობა“ ჩიხურ სიტუაციაშია, აქედან გამომდინარე ისინი ფიქრობენ რაღაც შუალედურ გამოსავალზე – რა მესიჯბოქსი დაალაგონ ერთ ან მეორე შემთხვევაში. მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი კრიზისით თავად შეიყვანეს ჩიხში საკუთარი პარტია“, – განაცხადა მდინარაძემ.