სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

მამუკა მდინარაძე: ვიბრძვით ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით ვიმოქმედოთ

ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია და ვინ დგას მეორე მხარეს? გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი და ერთ მაგალითს მოვიტან თუ შეიძლება, თქვენი ნებართვით, რომლებმაც გააგმირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა და დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, მათზე ზრუნვა. ასეთი ადამიანები არასოდეს არ დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში. ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე, „ნაცების“ რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთან?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი. მათი მედიები, როგორ იქცევიან დააკვირდით, ვეკითხები და მეუბნება, რომ დიახ, აფხაზი და ოსი მტერიაო. მტერი კი არა, ჩვენი ძმა არის, ჩვენი და არის ერთიან საქართველოში. ჩვენს საერთო, ღირსეულ, ამაყ, ტრადიციულ ქვეყანაში ჩვენი დები და ძმები არიან, გამორიცხულია სხვანაირად რომ ვიაზროვნოთ. არც სეპარატიზმს, არც ოკუპაციას, არც მკვლელობას და წამებას, ეროვნება არ აქვს მეგობრებო. სეპარატისტი სეპარატისტია და მკვლელი მკვლელია. ეროვნება არ აქვს არცერთს და აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი, ერთიანი და დიდი საქართველო. დიდი თავისი მენტალობით და სიამაყით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.„ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია – ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი

ბულგარეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის კატია ივკოვას განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილების შეჯახება ძლიერმა ნისლმა, სველმა გზის საფარმა და მაღალმა სიჩქარემ გამოიწვია.ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტომობილებში ხალხია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები