დაწერონ განცხადებები მანდატების გაუქმებაზე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, 60 ადამიანი ჯერ კიდევ დუმს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მანდატების გაუქმების თაობაზე განცხადებების დაწერის დრო არის ახლა.
„ახლა არის დრო, როდესაც უნდა დაწერონ განცხადებები, 60 ადამიანი ჯერ კიდევ დუმს, 61 კაცია ოპოზიციაში და, მგონი, ერთსულოვანი სხვა გაგებით არის. ერთმა კაცმა შემოიტანა განცხადება, ვაშაძეს შემოუტანია, იმ განცხადებაშიც არ ვიცი, ზუსტად რა წერია. ვნახავ, განცხადებაში რა წერია, რამე შეცდომა არ დავუშვა. მაინცდამაინც მაგასაც არ მგონია, უნდოდეს მანდატის დათმობა. 60 ადამიანი ჯერ კიდევ დუმს. ახლა არის ის დრო, როდესაც უნდა დაწეროთ განცხადებები. დაწერონ, მერე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამომრჩეველი არაფერში აინტერესებთ, მათ აინტერესებთ თავიანთი პატრონები. ვინ ეკითხება მათ ამომრჩეველს? ამომრჩეველს ეკითხებიან მარტო იმას, როგორ მოატყუონ, თითქოს 300 000 ხმა გააყალბეს. მათ შორის მათი ამომრჩეველიც არ მოტყუვდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ