მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია

Read Time:51 Second

ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქართველმა ხალხმა შეძლო და დღემდე მოიტანა „ენა, მამული, სარწმუნოება“ და დღეს გარკვეულმა პირებმა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

„ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია – მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით! – შალვა პაპუაშვილი
Next post გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან – ღარიბაშვილი