სამშაბათი, ივნისი 30, 2026

მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია

ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქართველმა ხალხმა შეძლო და დღემდე მოიტანა „ენა, მამული, სარწმუნოება“ და დღეს გარკვეულმა პირებმა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

„ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებსა და კოლეგებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ქალბატონი ელენეს სახით, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ და უმაღლესი განათლების სისტემამ დაკარგა გამორჩეული მკვლევარი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედებითი ენერგია გეოლოგია-მინერალოგიის დარგის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები და ღვაწლი ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა ჩვენი ქვეყნისთვის.განსაკუთრებულია მისი დამსახურება თაობების აღზრდის საქმეშიც. მან, როგორც უბადლო პედაგოგმა, მრავალ ახალგაზრდას გაუკვალა გზა პროფესიულ სამყაროში, აღზარდა მაღალი დონის სპეციალისტები და მკვლევრები, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ჰიდროგეოლოგიის, მინერალოგიისა თუ საინჟინრო გეოლოგიის სფეროში. სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებაში ქალბატონი ელენეს ხსოვნა მუდამ დარჩება მაღალი აკადემიური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ადამიანურობის სიმბოლოდ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მის მრავალრიცხოვან აღზრდილებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.ინფორმაციისთვის: ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორია. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმის შესწავლაში. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო სადოქტორო ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა შეაფასა როგორც საუკეთესო, მისი ავტორი კი „წლის ქალის“ საპატიო წოდებით დააჯილდოვა.

„ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს“ – ამინდის განახლებული პროგნოზი

29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს, თუმცა ქვეყნის ცალკეულ რაიონებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 ივნისს დასავლეთ და მთიან რეგიონებში ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი შენარჩუნდება.1-3 ივლისს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის ტემპერატურა 30-33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით 19-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.ამასთან, მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის გუდაურსა და თელავის მიმართულებით, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ელჭექი და ხანმოკლე წვიმა.

ისრაელ კაცი – დონალდ ტრამპმა ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად ირანისა და ლიბანის კონფლიქტები ერთმანეთს დაუკავშირა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს ირანისა და ლიბანის ომების ერთმანეთთან დაკავშირება მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ კონფლიქტების ცალ-ცალკე განხილვას ემხრობოდა.ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ნანობს“ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა“.„შეერთებული შტატები ძალიან იყო დაინტერესებული ირანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის წინ წაწევით და ლიბანში არსებული ვითარება ამისთვის დაბრკოლებად მიაჩნდა“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.მისივე თქმით, ისრაელს ლიბანში „ტერიტორიული ამბიციები არ აქვს“, თუმცა ქვეყანა აშშ-ის მხარდაჭერით იქ რჩება მანამ, სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელი მზად არის ირანთან ომი განაახლოს, თუ ტრამპი ჩათვლის, რომ მოლაპარაკებები ჩავარდა, ან თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება.

სტუ-ის რექტორმა თერთმეტ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პროფესორებს - მერაბ ახობაძეს და გია სურგულაძეს სტუ-ის ოქროს მედლები, ხოლო პროფესორებს - რევაზ კაკუბავას, ზურაბ ბოსიკაშვილს, შოთა ზაზაშვილს, ომარ შამანაძეს, ნოდარ აბელაშვილს, ბესარიონ შანშიაშვილს, მზია ცირეკიძეს, მანანა ჩიხრაძესა და სიმონ ხოშტარიას სტუ-ის საპატიო დიპლომები აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დაჯილდოებული პროფესორები წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებაში. „რეალობაა რომ ინფორმატიკა ეკონომიკის, განათლების, მრეწველობისა და სახელმწიფო მართვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ სფეროში შექმნილი ცოდნა და ინოვაციები განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს და მომავალ განვითარებას.ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებულია. ისინი ქმნიან ცოდნას, ავითარებენ სამეცნიერო სკოლებს, ასწავლიან სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ აზროვნებას და მათ აძლევენ შესაძლებლობას იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში. გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც უნივერსიტეტის სახელის გაძლიერებას უკავშირდება.გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებსა და კიდევ უფრო დიდ სამეცნიერო მიღწევებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დოჰაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. შეხვედრა 30 ივნისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.„დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირაში დოჰაში გაემგზავრებიან მაღალი დონის შეხვედრებზე დასასწრებად, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვას. ამ მაღალი დონის მოლაპარაკებების პარალელურად, ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევიტმა.მისივე თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.„რაც ჩვენ გვეხება, ჩვენ ვასრულებთ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ძალადობას ძალადობით უპასუხებენ. იყო თავდასხმები კომერციულ გემებზე, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უპასუხა და ეს გაგრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, სურს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. ირანელებისთვის საუკეთესო იქნება, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რადგან პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ არ ეშინია ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების“, – განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები