კვირა, ივნისი 1, 2025

მამუკა ბახტაძე: საქართველო სატრანსპორტო დარგში რეგიონული ცენტრი გახდება

საქართველოს მთავრობის მიზანია, ჩვენი ქვეყანა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მამუკა ბახტაძემ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, ხელი მოაწერეს მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას.

ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფციის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით.

ბახტაძის თქმით, საქართველო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებში, როგორიცაა: თანამედროვე აბრეშუმის გზა, კასპიის ზღვის დაკავშირება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის გავლით. „ამასთან ერთად, ძალიან პოპულარული ხდება დერეფანი, რომელიც გულისხმობს სპარსეთის ყურის დაკავშირებას შავი ზღვის აუზთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენციებია, ტვირთის სტრუქტურის ცვლილების თვალსაზრისით, ვინაიდან მწარმოებელი ქვეყნები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ გადამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ახალი ტენდენციები და ჩვენი შავი ზღვის პორტებში განვავითაროთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა კონსორციუმში ისეთი ძლიერი მოთამაშეების მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორიცაა: „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, კორპორაცია „Mitsubishi“ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრეიდერული კომპანია Trammo AG.

კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის მიზანია ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვა. პროექტისთვის 20 მილიონი დოლარი დაიხარჯებ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები