ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

მამუკა ბახტაძე: საპრეზიდენტო კანდიდატზე მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ 1tv წერს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას შეძლებს.

“გუნდში კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ჩემი პირადი პოზიცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური გუნდის, ის არის, რომ გუნდში გვყავს ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას. კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ბუნებრივია, როდესაც ჩამოვყალიბდებით, ამის შესახებ პირველები თქვენ გაიგებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უფრო ახლო პერსპექტივაა, ვიდრე საპარლამენტო, ის პრეზიდენტად კენჭისყრას დღეს არ აპირებს.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზად არის, ხალხს დაუბრუნოს დაკარგული დემოკრატია.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მოაწერეს.თანამშრომლობის ფარგლებში ტყიბულის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტი „ქართული დამწერლობა და ხელნაწერი მემკვიდრეობა - ისტორიის ცოცხალი გაკვეთილი ტყიბულში".ღონისძიებას მერთან ერთად ესწრებოდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე, მოადგილე მურმან ვერულაშვილი, ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.პროექტი კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსს მოიცავდა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით მოიწყო.ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ლექცია გამართა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზე. მოეწყო ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი წიგნის მულაჟების, მათ შორის, გელათის სახარებისა და წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის გამოფენა.გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია ქრისტიანულ თემატიკაზე. ასევე, შედგა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მაყვალა ქასრაშვილის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეასრულეს საგალობლები.კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახურმა გაუწია.

გია ვოლსკი – როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული

მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს.„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს. იგივე ხდება პოლონეთში. პოლონეთის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დიქტატს არ უნდა დაექვემდებაროს. ოღონდ, ევროკავშირში წევრად უნდა იყვნენ. ასეთები ბევრნი არიან. სლოვაკეთი გინდა, უნგრეთი, თუ იტალია. მათ დიქტატი არ უნდათ. ქვეყნები და საზოგადოებებია, ვისაც ეს არ უნდათ. ჩვენც იგივეს ვეუბნებით, რომ არგუმენტი გვაქვს და მოგვისმინონ. ისინი ამბობენ, არგუმენტები არ აინტერესებთ, მათი ამოცანაა, საგარეო კურსი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ევროკავშირს გააჩნია. პირდაპირ ლაპარაკია დაპირისპირებაში ჩართვაზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია დერეფნის მართვაზე გავლენის მოპოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეს ვერ ხორციელდება და სხვა ფორმულა მოიგონეს. იფიქრეს, ვინაიდან არჩევნების გზით ამათ ვერ ვცვლითო და ხელისუფლების სათავეში ანა წითლიძე ან გვარამია ვერ მოვიყვანეთო, საჭიროა, სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში ავიღოთო. რაც მას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან ისეთი პირობები, როგორიც უნდათ, რომ მართონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ასეა მოლდოვაში, ამიტომ მოსწონთ, თორემ, მოლდავაში არაფერი მოსაწონი არ არის არც დემოკრატიის და არც ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს თავადაც იციან.„მოლდოველები მიყვარს, უკრაინელები, მით უმეტეს. მათთან ურთიერთობა ყოველდღე მაქვს. ვურეკავთ, მეგობრები გვირეკავენ, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ჩადით და ნახეთ, იქ რა მდგომარეობაა, აქ რა ხდება და შეადარეთ. გვეუბნებიან, საქართველოში „თვითნებურად“ დაკავებულები არიანო. ვეუბნებით, რომელია და ეს საკითხი გავარჩიოთ-თქო. როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს. ეს შედარებით ადვილად შესასრულებელია და თან ყველაზე მზაკვრული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. დაპირისპირების ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ადვილად სამართავს გახდის ქვეყნას. ამას ვადევნებთ თვალყურს, რაც ახლა ხდება. ქართველთმოძულეობაა სიძულვილი მათ მიმართაც, რომლებსაც ისინი ვითომ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად არ აინტერრსებთ. საერთოდ არ ადარდებთ, პაატა ბურჭულაძეზე იჯდება ციხეში თუ კორძი გამოვა და იმღერებს. აინტერესებთ, ერთმანეთს შეაგინონ, რომ ამას პასუხი მოჰყვეს. „ოლეთა საზოგადოებამ“ იცის, რომ ზუსტად იგივე პასუხს გასცემენ, ასჯერ მეტს ეტყვიან, მაგრამ გეგმაა, რომ სიტყვით დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდოს და ვინმე ქუჩაში გაილახოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ანტონ კოვალსკის დაავალა, წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ.საუბარია რადას დეპუტატებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კონვერტებით ფულის გადაცემის ეჭვზე.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ, მარკიან გალაბალამ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივარი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის უმოქმედობას ეხებოდა. ახლა კოვალსკი ვალდებულია, არახამიას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია რეესტრში დაარეგისტრიროს.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განცხადება 19 ოქტომბერს შეიტანა. ვარაუდობდნენ, რომ „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატებს ხმის მიცემისთვის კონვერტებით ფულს აძლევდა. კოვალსკიმ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა და განცხადება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ აღნიშნულ გარემოებებს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურო უკვე იძიებს.ცენტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელს შეუძლია. ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში კი დაადასტურეს, რომ რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის შეტანის გარეშე ბიურო არახამიას შესაძლო ქმედებებს ვერ გამოიძიებს.ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოქმედი დეპუტატები იყვნენ. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.პროკურორებმა ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ხმის მიცემების სანაცვლოდ ქრთამის იღებდნენ. უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს დეპუტატებისთვის კონვერტებით ფულის გაცემის საქმეზე დავით არახამიას თანაშემწე გაჩხრიკეს.

მიხეილ ყაველაშვილი – კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან, გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ

საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი შესრულდა.სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ გაიარა რთული, გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ, ამავდროულად, უდიდესი სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის გზა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ახალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სისტემის მშენებლობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციის უზენაესობას, კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისი თქმით, ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება ყოველთვის ემყარებოდა სამართლიანობისა და კანონიერების იდეას.„ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს სამართლებრივი ძეგლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდებშიც კი შეინარჩუნეს ერის სულიერი, ზნეობრივი და პოლიტიკური ერთიანობა. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა საკონსტიტუციო კონტროლი – სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს.დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს, გარდამავალ ეპოქაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ირღვევა, საერთაშორისო სამართალმა და ნორმებმა ქმედითობა დაკარგა, ხოლო გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები პირდაპირ აისახება თითოეული ქვეყნის შიდა პროცესებზე. ამ ფონზე, კანონის უზენაესობა, სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და საზოგადოებრივი ნდობის მყარი საძირკველი.ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სწორედ ძლიერ ინსტიტუტებზე გადის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას.თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა ჩვენ წინაშე თვისობრივად ახალ გამოწვევებს აყენებს, ჩნდება ისეთი კომპლექსური სამართლებრივი საკითხები, რომლებიც სამი ათწლეულის წინ არ არსებობდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მისია უცვლელი რჩება: დაიცვას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და შეინარჩუნოს წონასწორობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან და გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეროვნულ თუ გლობალურ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს! დაე, საქართველოს კონსტიტუცია ყოველთვის იყოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო – მისი სამართლიანი და სანდო მცველი. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯიმ როუმთან საუბრისას ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. როგორც უაითი ამბობს, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება."თოფურია 2027-ის დასაწყისში დაბრუნდება, მაგ საკითხზე ვმუშაობთ. მთლიანად, ეს მსუბუქი წონის დივიზიონი... გვყავს გეიჯი, თოფურია, არმან ცარუკიანი, ოლივეირა, პედი პიმბლეტი, ჰოლოუეი... ტოპ 10-ის ყველა წევრი ნამდვილი მკვლელია. ასე რომ, ეს არის საუკეთესო და ყველაზე მაგარი დივიზიონი, რაც ამჟამად გვაქვს.ვის შეიძლება შეხვდეს ილია?კონკრეტულ სახელს არ დაგისახელებთ, რათა მერე ინსტაგრამის იდიოტურმა გვერდებმა არ აიტაცონ და არ წერონ: „აი, მან თქვა, რომ მას ეჩხუბება“. როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა უაითმა.შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2026 წლის 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბა და ჯასტინ გეიჯისთან მეოთხე რაუნდის ბოლოს, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

ბოლო სიახლეები