კვირა, ივნისი 15, 2025

მათე დევიძე – მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, რადგან არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, – ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა.

სხდომათა დარბაზის დატოვებისას კი ეს ფრაზა თქვა – “სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”.

დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა.

“თანამებრძოლებო – ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა…

იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ… იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, (მაპატიეთ, ვნერვიულობ) რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე, გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა.

ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ.

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა”,- განაცხადა დევიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ…“ – რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა.  

ყველამ უნდა წავიკითხოთ ეს ლოცვა-ლოცვა მშვიდობისთვის,ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია

ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყოველმა ჩვენგანმა ვილოცოთ მშვიდობისთვის. ამ ყველაფრის შესახებ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც მიგვითითა და მოგვცა კურთხევა, რომ აუცილებლად ვილოცოთ მშვიდობისთვის… ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ლოცვას, რომელიც მშვიდობის დადგომასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება: „ უფალო მე არ ვგრძნობ, რომ ეს სამყარო ჩემი სახლია, სასოწარკვეთილი ვარ შენი თავშესაფრისთვის. ჩემს გასაჭირში შენთან შესახვედრად გავრბივარ და მჯერა, რომ ჩემთან ხარ. მე ვლოცულობ, რომ მშვიდობამ, რომელიც მოდის გაგებით, დაიცვას ჩემი გული და გონება იესო ქრისტეს მეშვეობით. მე გაძლევ ყოველგვარ ზრუნვას, რაც ამქვეყნად მაქვს, ღმერთო, იმიტომ, რომ შენ ზრუნავ ჩემზე. ჩემს აზრებს შენკენ მოვმართავ, უფალო ,რადგან შენ ხარ ჩემი შვიდობა. დაამშვიდე მოუსვენარი ხმები ჩემს თავში და გულში შენი სულით… ვიცი, რომ ჩემთან ხარ. ნება მომეცით ვიგრძნო შენი სიმშვიდე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში. მადლობა უფალს ყველაფერზე… უზენაესი იესოს, ჩვენი მშვიდობის მთავრის სახელით ვლოცულობ, ამინ…“

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ. ფოტოებს სოციალურ ქსელში ზურიკოს მეუღლე, მია გზირიშვილია აზიარებს: ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. მია გზირიშვილი და ზურიკო დავითაშვილი კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ლიდერებმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. როგორც უშაკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტები არ გამორიცხავენ, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნების საკითხს.მისივე ინფორმაციით, საუბრის დროს, პუტინმა დაგმო, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია. უშაკოვის თქმით, სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოდ შეაფასა დონალდ ტრამპმაც, თუმცა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები ეფექტიანად მოიხსენია.

მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია – ბოლო ცნობები ისრაელიდან

უკვე მეორე დღეა, ისრაელში უსაფრთხოების მაღალი დონეა ამოქმედებული. ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, მუშაობს მხოლოდ პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრები და პროდუქტების მაღაზიები.ამჟამად, თელ-ავივში სრული სიმშვიდეა. მოსახლეობა ქუჩებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს გადაადგილდება, რადგან ისრაელში მცხოვრებმა თითოეულმა პირმა მიიღო გაფრთხილება ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომ ამ ღამით ირანის მხრიდან საფრთხე კვლავ მოსალოდნელია.ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ისრაელი მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებს.ამ წუთებში, ისრაელის ავიაცია აკონტროლებს როგორც ისრაელის ცას, ისე ირანის საჰაერო ზონას, რადგან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელის ავიაციამ მოახერხოს რაკეტების განადგურება იქამდე, სანამ ის ისრაელის ცამდე მიაღწევს.შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. შედეგად, გარდაიცვალა 3 და დაშავდა 150 ადამიანი.

ბოლო სიახლეები