პარასკევი, ივლისი 31, 2026

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში ბრიტანელი ეშლი მაკენზი დაამარცხა.

ნახევარფინალში ჩხვიმიანმა რიუჯუ ნაგაიამასთან წააგო , რომელიც გრან პრის ჩემპიონი გახდა.

ტურნირი ხვალ განახლდება და ჩემპიონები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი თამაზი კირაკოზაშვილი და კობა მჭედლიშვილი იასპარეზებენ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ამა წლის 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი თუ იტყვის, რომ პრემიერობის კანდიდატი ხდება, ეს თამაშის წესებს გაამარტივებს

მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს ამ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი.„მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, აირჩიოს, რომ მისი მთავარი ველი არის ეს ქვეყანა. ბოლო სასამართლო პროცესზე მისი განცხადება, რომელიც ვიღაცებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა, როცა თქვა, როდესაც ციხიდან გამოვა, აქვს მოსაზრება, პირდაპირ ხელისუფლებას წარმოადგენდეს. მე მიყვარს „ინგეიჯმენტები“, რადგან მგონია, „ინგეიჯმენტს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, თან ამის თვლა უნდა ვიცოდეთ. მე არ მჯერა, რომ ტროლების ქარხანა „ქართულმა ოცნებამ“ დალაშქრა იმის საჩვენებლად, რომ უმრავლესობას, სააკაშვილის ეს განცხადება, ძალიან მოეწონა და მისაღები აღმოჩნდა, მათ შორის მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც. მათთან საუბარი მქონდა და არ იქნება სწორი პირადი დიალოგები გავასაჯაროვო, მათი სახელები და გვარები, მათ მითხრეს, რომ მიშასგან ყველაზე სწორი სვლა არის,  გააკეთოს განაცხადი პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. არის თუ არა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარი მოთამაშე, რადგან ეს ყველა პოლიტიკური გუნდისთვის თამაშის წესს გაამარტივებს. მე მიშასგან უკვე მივიღე ცხადი სიგნალი, რომ ის ემზადება. ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის, იყო გვერდით მყოფის, კეთილისმსურველის, თანამებრძოლის პოზიციიდან გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, მისი ყველა შემდეგი სვლა, მის ამ განცხადებას გაამყარებს პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი, რომელშიც ვგულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს და არა „ქართულ ოცნებას“, ძალიან გაამარტივებს თამაშის წესებს. მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და ხდება პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ველზე პოლიტიკურად ძლიერი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და პოლიტიკურ დღის წესრიგში სიცხადეს შეიტანს.„ეს სიცხადეა ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შექმნის ეფექტურობას, გამოცდილებას, შესაძლებლობას. ეფექტური დღის წესრიგის შემდგენელი არ იყო მოგონილი ლიდერები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო, ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მე მომწონს. მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ამბობს, რომ არის ქართველი, იბრძოლებს მისი პარტიისთვის, იბრძოლებს ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა, მინდა, ვნახო და მე მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მიშა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს ეფექტური პარტია და სიმძიმის ძალა გაძლიერდეს მის მხარეს და თუ სიმძიმის ძალა გაქვს, ეფექტური ხარ, ძალას და მოსახლეობის მხარდაჭერას ასხივებ, ნებისმიერი „ალიანსისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს გაცხადებულ ლიდერს, არამედ იქნები მისაღები პარტნიორი საქმიან ურთიერთობებში“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.კითხვაზე, „ჩაეხსნა“ თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, თინა ბოკუჩავას ჰქონდა სერიოზული მიზეზი, რის გამოც არ მივიდა პოლიტსაბჭოზე.

აბიტურიენტების საყურადღებოდ! – გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.ბიოლოგიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  კი - 18.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ გაავრცელა.„წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი, ძლიერები უნდა ვიყოთ.ფრანკო მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში დავკარგეთ – როდესაც ის გადაჭედილ „სან სიროზე“, მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა – მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მან თავისი წვლილი შეიტანა.ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია“, – წერს საფეხბურთო კლუბი „მილანი“.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა. 2025 წლის აგვისტოში მას ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეგულარულად გადიოდა იმუნოთერაპიის კურსს.ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა – მას კარიერის მანძილზე სხვა გუნდში არ უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს, „ხადორობა 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, „ხადორობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.

ბოლო სიახლეები