პარასკევი, იანვარი 24, 2025

ლოს-ანჯელესთან ახლოს ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა – მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხანძრის ფართობი 38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სამხრეთ კალიფორნიაში ცხრა თვე წვიმა არ მოსულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. კიდევ 23 ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინის რეჟიმშია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ

ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბლოგერმა ნიკა გაბელიამ. ის, რომ სულ სხვა სახელმწიფო პოლიტიკას შეერთებული შტატები, რა პერსპექტივას უჩენს საქართველოში ოპოზიციას. „ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. დაკარგული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „მეამაყები დეე! გპირდები, ის თავისუფლება, რაც შენ გულს უნდა, გექნება! ვიცი, შენ გჯერა ჩემი. მადლობა უფალს, რომ შენი დედობა მარგუნა წილად“,- წერს ნათია დიაკვნიშვილი, რომელიც ასევე აქვეყნებს საკონტაქტო ინფორმაციას - 555 105 500.

რატომ იყო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი … მელანია ტრამპი ერთადერთ ვაჟზე საუბრობს

დიდი სიმაღლის და მასზე გავრცელებული ჭორების გამო, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო... - დონალდ და მელანია ტრამპების ერთადერთი და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული ვაჟის ამბები ბარონ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მესამე მეუღლის, მელანიას ერთადერთი ვაჟია. ბიჭი 2006 წელს ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა და მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო.   ბარონი ბავშვობიდან ცნობილი ადამიანების წრეში იზრდებოდა. მშობლებმა ძიძების აყვანაზე უარი განაცხადეს. მელანია შვილის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. საუზმეს უმზადებდა, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა და მასთან დიდ დროს ატარებდა. ბარონმა რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა. თავდაპირველად Columbia Grammar & Preparatory School-ში სწავლობდა. შემდეგ კი St. Andrew's Episcopal School-ში გადავიდა. ბიჭმა 2021 წლიდან სწავლა ოქსფორდის აკადემიაში განაგრძო. 2024 წელს მან სკოლა დაასრულა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა. ახლა ის სტუდენტია.   მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მშობლების გამო ბარონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად იყო, მელანია და დონალდ ტრამპები მისი პირადი სივრცის დაცვას სულ ცდილობდნენ. ბავშვობაში ის სულ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემასა და შოუში გამოჩნდა. ასევე, 2016 წელს ბარონი მამის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა და დედასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებოდა. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა, ბარონი საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა.

ირაკლი კობახიძე – რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

რეგიონებში, 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები და მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია. „თბილისის სტადიონის გარდა, ვიმსჯელეთ ასევე რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. განვიხილეთ შესაბამისი პროექტები. 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპორტს აქვს დღეს უპრეცედენტო წარმატება სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნაც არის ბავშვებში გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, იმისათვის, რომ ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გარდა ამისა, არაერთ ქალაქში, სადაც არის ტრადიციები როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის მიმართულებით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები, მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია, ახალი მინდვრები იყოს უზრუნველყოფილი როგორც ბავშვთა ფეხბურთისა და რაგბისთვის, ასევე ზოგადად სპორტის გასავითარებლად. ამ მიმართულებითაც დღეს ვიმსჯელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. განვიხილეთ ვადები, განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები, რაც ასევე უკავშირდება თბილისის სტადიონის მშენებლობას. უკვე არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ შევჯერდით დღეს კომისიის სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის, ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება უეფა-ს ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც მსვლელობა მიეცემა სტადიონის მშენებლობას, ისინი გაგვიწევენ ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალურ ინფორმაციას ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ამის შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, შესაბამისად, სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის მშენებლობა, ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ანდრო ჭიჭინაძე – თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო – ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის...

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ “თქვენ”, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად, ნაცნობებსა და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის, მენატრებით”, - წერს ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან.

ბოლო სიახლეები