ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026

ლომჯარია: ცხედრის გადმოცემის გაჭიანურების მიზანია, არ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის მისი ოჯახისთვის გადმოცემა შესაძლოა იმის გამო ჭიანურდება, რომ ექსპერტიზას გარდაცვალების მიზეზის დადგენა გაუჭირდეს.

“2014 წელს მსგავს ვითარებაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, რომლის ცხედრის გადმოცემაც ძალიან დაგვიანებით მოხდა და ექსპერტიზას გაუჭირდა გარდაცვალების მიზეზის დადგენა. ახლაც იგივე ეჭვი ჩნდება”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ და განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ტატუნაშვილი გარდაცვლილი მიიყვანეს და მის ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური მხარდაჭერის მიღებას უნდა ეცადოს საერთაეშორისო თანამეგობრობისგან. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისგან ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველოს დაკავებული 2 მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადმოყვანა მოხდეს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე – ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ."ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

პირველი კადრები ფონიჭალიდან – მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს

ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.მაშველებმა სამი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურ მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟია მობილიზებული.ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

ტრამპი პუტინზე – ის ჩემი მეგობარია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.“ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია”, - განაცხადა ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ოთახში შესვლისას.“სასიამოვნოა თქვენი ნახვა”, - მიმართა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს.შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დღესვე, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

19 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა პავლე აღმსარებლის, ღირსი ბარლაამ ხუტელის, ღირსი ლუკა ტავრომენიელისა და ქალწულმოწამეთა ხსენების დღეს. ასევე, საეკლესიო კალენდრით (ძველი სტილით 6 ნოემბერი) იხსენიება ღირსი ილარიონ ქართველი (საკვირველთმოქმედი).ამ დღეს მორწმუნეები კითხულობენ დღის წმინდანთა ტროპარ-კონდაკებსა და ყოველდღიურ ლოცვებს.წმინდა პავლე აღმსარებლის კონდაკი:„გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი სწავლითა შენითა, მღდელმთავარო პავლე, და სული შენი დასდევ ერისათვის შენისა, და აწ წინაშე ღმრთისა სდგა მარადის, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის“.ღირსი ილარიონ ქართველის ტროპარი:„მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა და სათნოებათა მდინარითა მოირწყა საქართველო, რომელმან ვითარცა მზემან ელვარემან განანათლენ სულნი ჩუენნი, ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“

ნიკოლ ფაშინიანი – დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.ნიკოლ ფაშინიანმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მიღებულ ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას.ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში ნატო-სთან დაკავშირებული ფორმულირებები იყო.„ჩვენ ერთი მიზეზით არ შევუერთდით და პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ იქ ნატო-სთან დაკავშირებით ბევრი მითითება იყო. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ გვაქვს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების ან მსგავსი მიზნის დასახვის შესახებ. ჩვენ ვთქვით - დიახ ევროკავშირს, მაგრამ პოლიტიკის გადაწყვეტილებას სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით არ ვიღებთ. მიზეზი ეს იყო და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.ცნობისთვის, დუბლინში, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას ხელი 40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოაწერა.

ბოლო სიახლეები